ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმატორების ჯგუფი - მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, მოუხსნას ბრალდება სააკაშვილს და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ციხიდან

ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმატორების ჯგუფი - მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, მოუხსნას ბრალდება სააკაშვილს და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ციხიდან

access_time2021-10-04 11:00:00

ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმატორების პოლიტიკური ჯგუფი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს.



ამის შესახებ ნათქვამია ჯგუფის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.



„ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმატორების ჯგუფი ღრმად არის შეშფოთებული საქართველოს პროდასავლელი ლიდერისა და ყველაზე დიდი ოპოზიური პარტიის მეთაურის, მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში დბარუნების შემდეგ დაპატიმრების გამო.




ბატონ სააკაშვილს სრული უფლება აქვს, დაბრუნდეს სამშობლოში. მის წინააღმდეგ საქართველოს მმართველი პარტიის მიერ წარდგენილი ბრალდებები უსაფუძვლოა. ქართველ ხალხს აქვთ სრული უფლება, საკუთარი ლიდერი თავად აირჩიონ. პოლიტიკოსებმა დებატები თავისუფლად უნდა შეძლონ და არა ციხიდან წერილებით.



ბატონ სააკაშვილს აქვს შთამბეჭდავი მიღწევები, როგორც საქართველოს რეფორმატორს, რომელმაც ქვეყანა დემოკრატიულ გზაზე დააყენა. ცხადია, რომ სააკაშვილის პროევროპულმა და პრო-ტრანსატლანტიკურმა პოზიციამ საბოლოო ჯამში მიგვიყვანა საქართველოში ავტორიტარული რუსეთის შეჭრასთან, რომელიც შეეცადა, გაენადგურებია დემოკრატიული გაზაფხული ამ ქვეყანაში.



ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმატორების ჯგუფი შეგახსენეთ, რომ სააკაშვილის ქმედებებმა პოსტ-საბჭოთა საქართველოში პირველად გახადა ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა შესაძლებელი. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ პოლიტიკური რევანშიზმი არ არის ის გზა, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იაროს, განსაკუთრებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ სააკაშვილის ყოფილი მთავრობის წევრების შესახებ გამოტანილი გადაწყვეტილებების შემდეგ, რომლითაც მათ წინააღმდეგ საქმეები პოლიტიკურად მოტივირებულად აღიარეს. ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმატორების ჯგუფი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მოუხსნას ბრალდება სააკაშვილს და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ციხიდან“, – ნათქვამია განცხადებაში.



აღნიშნულ განცხადებას „ტვიტერის“ გვერდზე აზიარებს პოლონელი ევროდეპუტატი ანა ფოტიგა, რომელიც ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიის წევრია და ამჟამად საქართველოში იმყოფება.



1tv.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up