ევროპოლმა, ევროკავშირის სამართალდამცავმა სააგენტომ, გამოსცა გაფრთხილება ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე დაფუძნებული ჩეთბოტების (ChatGPT) შესაძლო დანაშაულებრივი გამოყენების შესახებ ფიშინგის, დეზინფორმაციულ კამპანიებსა და კიბერდანაშაულში. ამის შესახებ finance.ua წერს.
ევროპოლმა გამოავლინა დანაშაულის სამი ძირითადი სფერო, სადაც ChatGPT-ის ბოროტად იყენებენ. ესენია: ფიშინგი, პროპაგანდისა და დეზინფორმაციული კამპანიები და კიბერდანაშაული.
ფიშინგი: ევროპოლმა მიუთითა, რომ ChatGPT-ის უნარი, შექმნას ძალიან რეალისტური ტექსტი, მას მიმზიდველ ინსტრუმენტად აქცევს ფიშინგისთვის. ჩეთბოტის უნარი, მიბაძოს ენობრივ შაბლონებს და განასახიეროს გარკვეული ინდივიდების ან ჯგუფების მეტყველების სტილი, შეიძლება კრიმინალებმა თავდასხმისთვის გამოიყენონ.
პროპაგანდა და დეზინფორმაცია: ChatGPT-ის უნარი, ავთენტური ტექსტის სწრაფად გენერირების უნარი, მას იდეალურ ინსტრუმენტად აქცევს პროპაგანდისა და დეზინფორმაციული კამპანიებისთვის.
კიბერდანაშაული: შეზღუდული ტექნიკური ცოდნის მქონე დამნაშავეებს შეუძლიათ გამოიყენონ ChatGPT მავნე კოდის შესაქმნელად. ეს ნიშნავს, რომ პროგრამირების მინიმალური უნარების მქონე პირებსაც კი შეუძლიათ გამოიყენონ ChatGPT-ის შესაძლებლობები კიბერდანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართვისთვის.
გასულ წელს ChatGPT-მ შექმნის შემდეგ, ტექნოლოგიური ბუმმა კონკურენტები წაახალისა, რომ მსგავს პროდუქტებზე მუშაობა დაეწყოთ და კომპანიებმა კი მისი თავიანთ პროგრამებსა და სერვისებში ჩართვა დაიწყეს. ევროპოლმა ChatGPT-ზე პირველ ტექნიკურ ანგარიშშიც გააფრთხილა საზოგადოება, რომ მის მუდმივ გაუმჯობესებას შეიძლება ChatGPT-ს კრიმინალური მიზნებისთვის გამოყენება გამოეწვია.