„უსამართლოა!“ - პრემიერის რეაქცია ევროკომისიის გადაწყვეტილებებზე

„უსამართლოა!“ - პრემიერის რეაქცია ევროკომისიის გადაწყვეტილებებზე

access_time2022-06-21 15:00:00

„ეს რომ დამსახურების საფუძველზე განხორციელებული პროცესი ყოფილიყო, საქართველო, რა თქმა უნდა, პირველი ქვეყანა იქნებოდა, რომელსაც კანდიდატის სტატუსი მიენიჭებოდა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.


კითხვაზე თუ როგორი იყო პრემიერის რეაქცია იმაზე, რომ ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა უკრაინისა და მოლდოვისადმი სტატუსის მინიჭებაზე და იქვე ითქვა, რომ საქართველოს მეტი ჰქონდა გასაკეთებელი ამისთვის, პრემიერმა უპასუხა, რომ ეს უსამართლოა.


„უსამართლოა! მაგრამ, რა თქმა უნდა, გვესმის. ჩვენ ევროპელი ლიდერებისგან გვსმენია, რომ სტატუსის მინიჭება უკრაინისადმი იმის გამო გადაწყვიტეს, რომ ქვეყანა ომშია, ხოლო მოლდოვა მისი მოსაზღვრე ქვეყანაა და ძალიან რთულ ვითარებაშია. ეკონომიკურად და უსაფრთხოების კუთხით რთული ვითარებაა იქ და ა.შ. რა თქმა უნდა, საქართველოს თუ შევადარებთ და ჩვენთან ჩატარებულ რეფორმებს გადავხედავთ - ეს რომ დამსახურების საფუძველზე განხორციელებული პროცესი ყოფილიყო - საქართველო, რა თქმა უნდა, პირველი ქვეყანა იქნებოდა, რომელსაც კანდიდატის სტატუსი მიენიჭებოდა. რატომ? იმიტომ, რომ ძალიან კონკრეტული შედეგები გვაქვს. ძალიან მკაფიო მუშაობა და შედეგები გვაქვს. თუმცა, სამივე ქვეყენას - საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას - ევროპული პერსპექტივა მიენიჭა, რაც ევროკავშირის ისტორიულ გადაწყვეტილებას წარმოადგენს. რატომ? ევროპული პერსპექტივა იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრი სახელმწიფო გახდება. რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება კანდიდატის სტატუსი გარკვეული პირობებით, მაგრამ ძალიან მკაფიოდ მინდა ვთქვა, რომ პირობები სამივე ქვეყანას განესაზღვრა. ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა. სხვა ასოცირებულ ქვეყნებთან მიმართებითაც იგივე ხდებოდა და მოგვიანებით კანდიდატის სტატუსი ენიჭებოდათ,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.



კითხვაზე - „ევროკავშირი უსამართლოდ ექცევა საქართველოს?“ - პრემიერმა ასე უპასუხა:



„როგორც განვაცხადე, ევროპელი ლიდერების ოფიციალური პოზიცია მოვისმინეთ. მაგალითად, პრეზიდენტმა მაკრონმა საჯაროდ ბრძანა რამდენიმე დღის წინ, რომ ევროკავშირმა უკრაინისადმი კანდიდატის სტატუსის მინიჭება იმის გამო გადაწყვიტა, რომ ქვეყანა ომშიაო. ეს არის ე.წ. წახალისება. ვიტყოდი, რომ ერთგვარი ბონუსია,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up