"აგენტების რუსული კანონის" კანონპროექტების განხილვას პარლამენტი ხვალიდან დაუბრუნდება.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა 6 მარტს არის ჩნიშნული, რომლის დღის წესრიგით გათვალისწინებულია როგორც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტის, ასევე “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ორივე საკანონმდებლო ინიციატივაზე წამყვანი კომიტეტია.
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტები სავალდებულო წესით განიხილა და მხარი დაუჭირა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტებმა.