„გავჩუმდი მაშინ, როცა მინგრევდით ბიზნესს, არ გავჩუმდები დღეს, როცა გვართმევთ ევროპულ მომავალს“ - ცეზარ ჩოჩელი

„გავჩუმდი მაშინ, როცა მინგრევდით ბიზნესს, არ გავჩუმდები დღეს, როცა გვართმევთ ევროპულ მომავალს“ - ცეზარ ჩოჩელი

access_time2023-03-07 18:50:23

პარლამენტარი ცეზარ ჩოჩელი ე.წ აგენტების კანონს ეხმაურება და „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ მისი განხილვაც კი ქვეყნისთვის მავნებლური და დამღუპველია.


„ე.წ. უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვაც კი ქვეყნისთვის მავნებლური და დამღუპველია! - კანონპროექტი ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ევროპულ მომავალს და მისი მიღება შედის მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის და საქართველოს მტრების ინტერესებში! 90-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე, არ მინახავს რუსეთის პოლიტიკის აქტიური მხარდამჭერების შვილებს და ახლობლებს განათლების მიღება მოეწადინებიათ რუსეთში. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ის ხალხი ვინც ინიციატივით გამოდის ამ კანონის მიღებით, მათი შვილები, ახლობლები ყველა სარგებლოს ევროპული სიკეთით. აქედან გამომდინარე ჩნდება კითხვა, რა არის ამ კანონის მიზანი? თვითონ მიიღონ ევროპული განათლება, თვითონ ჰქონდეთ ქონება ევროპაში, იცხოვრონ ევროპაში, ბიზნესი აწარმოონ ევროპაში და ჩვენ და ჩვენი შვილები დავრჩეთ რუსეთის კოლონიად? დღეს, როგორც არასდროს, ისე გვინდა ქართველ ხალხს ერთიანობა. ყველა, იმისდამიუხედავად ვის რა პოლიტიკური შეხედულება აქვს, ვის რა სოციალური და თანამდებობრივი მდგომარეობა, ყველა უნდა გავერთიანდეთ და ერთად უნდა ვუთხრათ ამ კანონს არა“,  განაცხადა ცეზარ ჩოჩელმა.


მისი თქმით, ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ საიმისოდ, რომ ჩვენი მომავალი იყოს, მხოლოდ და მხოლოდ ევროპა და ადგილი ევროატლანტიკურ სივრცეში, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანას მომავალი არ აქვს.



„აქვე, მინდა გითხრათ, როგორც ოკუპირებული ახალგორის მკვიდრმა, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, რომ არა ევროპა, რომ არა ამერიკის მხარდაჭერა დღეს ჩვენი არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ იქნებოდა. დღევანდელი კანონი ჰგავს კუდიანებზე ნადირობას. ჩვენ, როდესაც აქ უცხოურ აგენტებად ვაცხადებთ ადამიანებს მათი დამფინანსებლები ჩვენთან მტრულად განწყობილი ორგანიზაციები არიან? რომელთა წყალობითაც ფეხზეა დამდგარი ბიზნესი, სოფლის მეურნეობა, ჩვენი ქვეყნის თავდაცვის უნარიანობა, დემოკრატიზაციის პროცესები და ასე შემდეგ. თუ ეს ორგანიზაციები 2012 წლამდე და 2012 წელს ითვლებოდნენ დემოკრატიის მხარდამჭერ შუქურებად დღეს რა გვემართება? მინდა მოვუწოდო ყველა პატრიოტ ადამიანს, მიუხედავად თავისი სოციალური მდგომარეობისა, ეს იქნება ბიზნესის წარმომადგენელი, სახელისუფლებო მოხელე თუ სხვა. ყველამ ერთად ვიმუშაოთ საიმისოთ რომ ჩვენი მომავალი იყოს, მხოლოდ და მხოლოდ ევროპა და ადგილი ევროატლანტიკურ სივრცეში. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანას მომავალი არ აქვს.


პ.ს მინდა მივმართო დღევანდელ ხელისუფლებას, ნუ დაუშვებენ იგივე შეცდომას, რაც დაუშვა ყველა წინამორბედმა - მათ მიერ მიღებული კანონები, მუშაობდნენ მათივე წინააღმდეგ. მინდა გულწრფელად გითხრათ, თუ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს, ძალიან ბევრმა ქვეყანამ, ხელისუფლებიდან წასვლის, მერე შესთავაზა თავშესაფარი, თქვენ ამასაც ვერ მოესწრებით - გასაქცევი არსად გექნებათ. გავჩუმდი მაშინ, როცა მინგრევდით ბიზნესს გავჩუმდი მაშინ, როცა არ მომეცით ახალი პროეტების განვითარების საშუალება. არ გავჩუმდები დღეს, როცა გვართმევთ ევროპულ მომავალს“,  ამბობს ცეზარ ჩოჩელი.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up