FAO-ს მხარდაჭერით, 350-ზე მეტმა ფერმერმა საგრანტო მხარდაჭერით ისარგებლა

FAO-ს მხარდაჭერით, 350-ზე მეტმა ფერმერმა საგრანტო მხარდაჭერით ისარგებლა

access_time2022-11-19 12:00:30

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ორგანიზებით ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) III ფაზის დასკვნითი ღონისძიება  გაიმართა.

 

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა აღნიშნა, ENPARD-ის პროგრამა  საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორს ევროკავშირის სტანდარტებთან და მოთხოვნებთან დაახლოებაში ეხმარება.

 

„პროგრამის ფარგლებში მივიღეთ სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც სრულად პასუხობს ევროკავშირის მოთხოვნებს. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით, 350-ზე მეტმა ფერმერმა ისარგებლა საგრანტო მხარდაჭერით, რაც გულისხმობს 40%-იან თანადაფინანსებას სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, ტექნოლოგიებზე წვდომისა და ახალი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკების დანერგვის მიმართულებით. აღნიშნული დაეხმარება ფერმერებს, გახდნენ კონკურენტუნარიანები, ისარგებლონ დამატებით ფინანსური რესურსებით და მოახდინონ საკუთარი პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტი“, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა.

 


ღონისძიებაზე FAO-EU პროგრამის კოორდინატორმა, ხავიერ სანს ალვარესმა პროექტის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია წარადგინა.

 

„გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, 2013 წლიდან, წარმატებით უწყობს ხელს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებას. ეროვნული სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის გაუმჯობესებაში ტექნიკური დახმარების გაწევით, კომპანიებისთვის და ფერმერებისთვის ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებით, ფერმერების ტრენინგებით, სახელმწიფო სტრუქტურებისა და კერძო სექტორის მთავარ წარმომადგენლებთან ნაყოფიერი თანამშრომლობით, FAO-მ და ევროკავშირმა საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის სრული პოტენციალის წარმოაჩენას  შეუწყვეს ხელი და ადგილობრივი თემებისთვის მდგრადი აგროსასურსათო სისტემების განვითარების უპირატესობასაც გაუსვეს ხაზი,“  განაცხადა FAO-EU პროგრამის კოორდინატორმა ხავიერ სანს ალვარესმა.

 

 


თეგები:
FAO ENPARD



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up