„ფაქტია, კეზერაშვილი თავად ამბობს, რომ აფინანსებს პარტიებს და არ აღმოჩნდა საქართველოში პარტია, რომელიც გაბედავდა და ამას იტყოდა, რადგან დამალული აქვთ ეს შემოსავლები“ -  მამუკა მდინარაძე

„ფაქტია, კეზერაშვილი თავად ამბობს, რომ აფინანსებს პარტიებს და არ აღმოჩნდა საქართველოში პარტია, რომელიც გაბედავდა და ამას იტყოდა, რადგან დამალული აქვთ ეს შემოსავლები“ - მამუკა მდინარაძე

access_time2023-04-03 22:30:14

კეზერაშვილმა დაადასტურა, რომ აფინანსებს ტელევიზიებს, „ენჯეო“ სექტორის ნაწილს, პარტიებს, ოღონდ არცერთი პარტია საქართველოში ამას არ ადასტურებს, დეკლარაციაში არ აქვთ მითითებული, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

 

„ჩვენ შეგვიძლია, ამ ნაწილში გულწრფელობისთვის მადლობაც გადავუხადოთ ამ ადამიანს. ჩვენი ინფორმაცია და მისი ეს განცხადება, ეს ნაწილი ერთი ერთში ემთხვევა ერთმანეთს. ჩვენ აქამდეც ვსაუბრობდით ამასთან დაკავშირებით. დიახ, ის აფინანსებს ტელევიზიებს, „ენჯეო“ სექტორის ნაწილს, პარტიებს. მან ეს თქვა გუშინ და დაადასტურა, რომ აფინანსებს, ოღონდ არცერთი მისი დაფინანსებული პარტია საქართველოში ამას არ ადასტურებს, რადგან დეკლარაციაში არ აქვთ ეს მითითებული, არცერთ მათგანს, ანუ მათ აქვთ უკანონო შემოსავლები. ბუნებრივია, ამით უნდა დაინტერესდნენ შესაბამისი ორგანოები. რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით დამატებით კომენტარს მე ვერ გავაკეთებ, თუმცა ფაქტია, ადამიანი თავად ამბობს, რომ აფინანსებს პარტიებს და არ აღმოჩნდა საქართველოში პარტია, რომელიც გაბედავდა და ამას იტყოდა, რადგან დამალული აქვთ ეს შემოსავლები. არცერთ მათგანს ერთი თეთრი არ აქვს მითითებული აუდიტის სამსახურში, სადაც ამის ვალდებულება გააჩნიათ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 


მისი თქმით, კეზერაშვილმა ისაუბრა არასამთავრობო სექტორის დსაფინანსებაზეც. მამუკა მდინარაძის განცხადებით, სწორედ ამ მიმართულებით გამჭვირვალობას ეხებოდა „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტი.

 

„ამავდროულად, არამხოლოდ პარტიებზეა საუბარი, მან თქვა, თუ სწორად ვიცი, უშუალოდ არ მომისმენია, მაგრამ „ენჯეო“ სექტორზეც. „ენჯეო“ სექტორთან დაკავშირებით დაარქვეს რუსული კანონი. სწორედ ამ გამჭვირვალობას ეხებოდა ეს კანონი, რომელიც პირველი მოსმენით იყო მიღებული. კანონში მხოლოდ ეს ეწერა, დეკლარირების ვალდებულება. მეტი ვალდებულება კანონში არ იყო. სწორედ ამას ემსახურებოდა, რომ თუ იტყოდა ან არ იტყოდა ეს ადამიანი ან სხვა ნებისმიერი ადამიანი, დაფინანსება როგორც კი იქნებოდა ქვეყნის გარედან, ნებისმიერი ფორმით, უნდა მომხდარიყო ამის დეკლარირება. მეტი არაფერი ეწერა, რა იყო აქ რუსული ან არასწორი. რუსულსაც რომ თავი დავანებოთ, თუმცა საუკუნის ფეიკკამპანია დალაგდა, არა რუსულ კანონს – შემდეგ იმეორებდნენ სწორედ იმისათვის, რომ სწორედ ეს ამბები არ გამსკდარიყო, თავად კონკრეტულმა ადამიანმა თავისი პირით გახეთქა. უამრავი სხვა მაგალითი შეგვიძლია, კიდევ მოვიყვანოთ, რაც იქნებოდა გამჭვირვალობის დასაბუთება, თუმცა ფაქტია, რომ ქართული რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი პარტიები და „ენჯეო“ სექტორის წარმომადგენლები არ საუბრობენ იმაზე, რაც დამფინანსებელმა გუშინ დაადასტურა“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up