„ფასების კონტროლი ბოროტებაა“ - რა საფრთხეს შეიცავს პრემიერის განცხადება ალექსანდრე რაქვიაშვილის შეფასებით

„ფასების კონტროლი ბოროტებაა“ - რა საფრთხეს შეიცავს პრემიერის განცხადება ალექსანდრე რაქვიაშვილის შეფასებით

access_time2023-02-10 23:55:52

„უნდა მოვახდინოთ რაღაც გონივრულ ზღვარზე ფასების ჩამოწევა... მინისტრებო დაიბარეთ მსხვილი იმპორტიორები,“ - ეს განცხადება პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა 6 თებერვლის მთავრობის სხდომაზე გააკეთა, სადაც სურსათისა და ნავთობის იმპორტიორები ფასების განგებ გაზრდასა და ხალხის ხარჯზე გამდიდრებაში დაადანაშაულა.

 

 

 

რამდენად საფრთხის შემცველია პრემიერის ეს განცხადება თავისუფალი ბაზრისთვის. კომერსანტმა ამასთან დაკავშირებით კითხვა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრს , „გირჩის“ წარმომადგენელს ალექსანდრე რაქვიაშვილს დაუსვა.

 

 

 

დეპუტატის თქმით, მთავრობაში კომპეტენციის და კვალიფიკაციის ნაკლებობაა საიმისოდ, რომ მიხვდნენ თუ რა საფრთხეები შეიძლება მოჰყვეს ფასების რეგულირებას.

 

 

 

„პირველ რიგში,  ეკონომიკური გუნდი ოცნების ყველაზე სუსტი მხარეა. ფინანსთა სამინისტრო ასე თუ ისე ნორმალურად მუშაობს, მაგრამ დანარჩენ უწყებებში სრული კატასტროფაა და ელემენტარული კვალიფიკაცია არ გააჩნია ადამიანებს, მათ შორის მინისტრებს. ამიტომ არ შეიძლება გამოვრიცხოთ, რომ პრემიერს ასეთმა არაკომპეტენტურმა ხალხმა ასეთი მავნებლური რჩევები მისცენ. არც ღარიბაშვილია ეკონომისტი, რომ მიხვდეს, თუ რა საფრთხეები მოჰყვება ფასების რეგულირებას. მითუმეტეს, რომ ფასების სტაბილურობა ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობის საკითხია, ამიტომ პრობლემის მოგვარების სურვილი მართლაც რომ ჰქონოდათ, სხვა გზებს აირჩევდნენ.


 

 

 

ისიც აღსანიშნავია, რომ მსხვილი ბიზნესმენები მთავრობასთან ყოველთვის ცდილობენ დალაგდნენ, ხოლო ნამდვილი ბიზნესმენები ასეთი „დალაგებით“ სულ ზარალდებიან. ამიტომ მე არ განვიხილავდი „ბიზნესს“ როგორც რაღაც ერთ მოთამაშეს. სავსებით შესაძლებელია, რომ ბიზნესმენებმა გამოიყენონ ეს განცხადება, რომ რეგულირებით კონკურენტები ჩამოიშორონ.   ცხადია, არც პოპულისტური მოტივი უნდა გამოვრიცხოთ,“- განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

 

 

 

ალექსანდრე რაქვიაშვილი სხვადასხვა „ბიზნეს ასოციაციებს“ ლობისტურ „კანტორებს“ უწოდებს და აცხადებს, რომ მათგან არც მთავრობის მნიშვნელოვანი კრიტიკა და არც თავისუფალი ბაზრის დაცვის მცდელობა არ ყოფილა. მთავრობასთან მოსალოდნელი „დალაგებას“ უკავშირებს დეპუტატი მსხვილი ბიზნესის მხრიდან პრემიერის განცხადებაზე დუმილსაც.

 

 

 

„სამწუხაროდ, მსხვილი ბიზნესმენები უმეტესწილად ლაგდებიან მთავრობასთან. მეტიც, ისინი არც არიან ბიზნესმენები, რადგან პატიოსანი ბიზნესმენი ფულს საქმის კეთებით შოულობს და არ ცდილობს მთავრობის გამოყენებით ადამიანები გაძარცვოს და კონკურენტები მოიშორონ. სხვადასხვა „ბიზნეს ასოციაციები“ კი ჩვეულებრივი ლობისტური კანტორები არიან, რომ კიდევ უფრო მარტივად დალაგდნენ მთავრობასთან. მათგან არასდროს მინახავს მთავრობის მნიშვნელოვანი კრიტიკა და თავისუფალი ბაზრის დაცვის მცდელობა,“- აღნიშნა დეპუტატმა.

 

  

 

ალექსანდრე რაქვიაშვილის თქმით, ის უწყებები, რომელთა გაცხადებული მიზანიც კონკურენციის ხელშეწყობა და მონოპოლიებთან ბრძოლაა, ამის საპირისპიროდ მოქმედებენ.

 

 

„ფასების კონტროლი ბოროტებაა. ფასების კონტროლი არ უნდა არსებობდეს და იქ, სადაც ეს კონტროლი გვაქვს, მაგალითად სემეკი, იქაც კონტროლი გასაუქმებელია. კონკურენციის სააგენტო კი არა მონოპოლიებს ებრძვის, არამედ არსებულ კომპანიებს ეხმარება კონკურენტების ჩამოშორებაში, სხვადასხვა რეგულაციების შემოღებით. თორემ ამ სააგენტოს მართლა კონკურენცია რომ აღელვებდეს, დანარჩენ მთავრობასთან ომი ექნებოდა,“ - განაცხადა რაქვიაშვილმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up