პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ინფლაციის მაჩვენებელმა არაერთ ქვეყანაში ათწლეულების რეკორდებს მიაღწია. მისივე თქმით, ფასების ზრდა ფიქსირდება მთელ მსოფლიოში და საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი.
“ჩვენს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, არის გამოწვევა ინფლაცია, ფასების ზრდა, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ყველგან და საქართველო, ბუნებრივია, ვერ იქნება გამონაკლისი, გამორიცხულია, იმიტომ, რომ ვართ პატარა ქვეყანა პატარა ეკონომიკით და მიერთებული ვართ მსოფლიოს. რაც ხდება ამერიკაში, ევროპაში, ჩვენზეც აისახება, პანდემია, რომელმაც თავდაყირა დააყენა მთელი მსოფლიო, ახლა დაემატა ეს ტრაგედია და ეს ომი, მეორე მსოფლიო ომის მერე არ ყოფილა ასეთი მასშტაბის ომი ევროპაში, ამას ბუნებრივია, ექნება გავლენა ყველაზე და ყველაფერზე, ფასებზე, ეკონომიკაზე, ინფლაციაზეც, ამას სჭირდება გააზრება და კარგად ახსნა” - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვულმა.