საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ქართველ დედებს დედის დღე მიულოცა.
„გავიგე, რომ დღეს საქართველოში დედის დღე აღინიშნება და ვულოცავ საქართველოს ყველა დედას“, – განაცხდა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.