FIFA-ს პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ G20-ის სამიტზე გამოსვლისას რუსეთსა და უკრაინას შორის ომის ერთი თვით შეჩერების ინიციატივით გამოვიდა, ვიდრე მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩები იმართება. მუნდიალი კატარში ამ კვირას, 20 ნოემბერს დაიწყება, ფინალური თამაში კი 18 დეკემბერს გაიმართება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BILD ავრცელებს
ჩვენ არ ვართ გულუბრყვილოები და არ ვფიქრობთ, რომ ფეხბურთს შეუძლია გადაჭრას მსოფლიოს პრობლემები, - თქვა ინფანტინომ და აღნიშნა, რომ ჩემპიონატი შეიძლება იყოს პოზიტიური ჟესტის შემთხვევა.
„ჩემი თხოვნა ყველას მიმართ არის, იფიქრონ დროებით ცეცხლის შეწყვეტაზე ერთი თვით მსოფლიო ჩემპიონატის დროს. ან თუნდაც იფიქრეთ ჰუმანიტარული დერეფნების შემოღებაზე ან სხვა რამეზე, რაც გამოიწვევს დიალოგის განახლებას“, - განაცხადა FIFA-ს ხელმძღვანელმა.