ფინანსთა სამინისტრომ საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე პირველი ციფრული მებაჟე ოფიცერი წარმოადგინა. ფინანსთა უწყების ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ დაკისრებულ ამოცანებს ციფრული მებაჟე ოფიცერი წარმატებით გაართმევს თავს.
ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის თქმით, აუცილებელია, ბიზნესპროცესების მაქსიმალურად ჩანაცვლება ავტომატიზებული სისტემებით და ეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით უნდა მოხდეს.
ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რომ საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას, ელექტრონულ მონაცემთა გაცვლის დანერგილმა სტანდარტებმა დადებითი როლი ითამაშა, როცა დოკუმენტების ფიზიკურად წარდგენის ნაცვლად, მონაცემთა ელექტრონულად წარდგენის პრაქტიკა სავალდებულო გახდა.
„აღნიშნულმა განაპირობა პანდემიის პერიოდში საბაჟო პროცედურების შეუფერხებლად განხორციელება. ეს გაფიცრულებისკენ მიმართული მოდერნიზების გზის მხოლოდ დასაწყისი იყო. თანამედროვე მოთხოვნები უფრო მეტი და შინაარსობრივად უფრო რთული ამოცანების წინაშე გვაყენებს. აუცილებელია, ბიზნესპროცესების მაქსიმალურად ჩანაცვლება ავტომატიზირებული პროცესებით, ცხადია ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. დღეს წარმოგიდგენთ ასეთ საინტერესო პროექტს - პირველ ციფრულ მებაჟე ოფიცერს და ვიმედოვნებ, რომ ისიც წარმატებით გაართმევს თავს დაკისრებულ ამოცანებს,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.