ფინტექის როლი განვითარებადი ქვეყნების ბაზრებისთვის - სტარტაპ გრაინდი ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქართველ ინვესტორს უმასპინძლებს

ფინტექის როლი განვითარებადი ქვეყნების ბაზრებისთვის - სტარტაპ გრაინდი ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქართველ ინვესტორს უმასპინძლებს

access_time2023-04-04 14:30:56

საქართველოს ბანკი ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების მიზნით საინტერესო ღონისძიებების მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. 6 აპრილს, რესპუბლიკაში, ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქართველ ინვესტორს, ლევან შალამბერიძეს სტარტაპ გრაინდი უმასპინძლებს.


ქართველი ინვესტორი ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორიას გლობალური ინვესტიციების შესახებ საკუთარ ცოდნას გაუზიარებს, რომელიც მან საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან მუშაობის 15-წლიანი გამოცდილებით მიიღო.


ლევან შალამბერიძეს განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებში განხორციელებული აქვს 1 000 000 000 აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციები.  ის ძირითად აქცენტს ფინტექზე აკეთებს, თუმცა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციაში მან სადაზღვევო ტექნოლოგიების მიმართულებასაც გაუხსნა გზა.


ღონისძიებაზე განიხილავენ შემდეგ თემებს: გაკვეთილები, რაც ვისწავლეთ მილიარდიანი ფინტექ მოლაპარაკებებიდან განვითარებადი ქვეყნების ჭრილში; ფინტექის როლი ქართულ ეკონომიკაში; ბაზრის შესაძლებლობები და პერსპექტივები.



„საქართველოს ბანკი, როგორც კერძო ფინანსური ინსტიტუტი, ხელს უწყობს ფინტექ სფეროში ჩართული საზოგადოების ცოდნის  განვითარებას და მუდმივად ცდილობს, მხარი დაუჭიროს საინტერესო ღონისძიებებს.  ჩვენთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ფინტექ მიმართულების კიდევ უფრო განვითარება და ახალგაზრდებისთვის მეტი მოტივაციის მიცემა - შექმნან ახალი კომპანიები და აკეთონ საკუთარი საქმე კიდევ უფრო კარგად.  ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს, მომავალ დამფუძნებლებსა და ინვესტორობით დაინტერესებულ პირებს, შესაძლებლობა მიეცემათ, გაიგონ მეტი, როგორც ინვესტიციის მოზიდვის ეტაპებსა და გამოწვევებზე, ასევე ინვესტორების ხედვებსა და ღირებულებებზე“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის უფროსი, გიორგი კინწურაშვილი.


ცნობისთვის, Startup Grind-ის ინიციატივით წლების განმავლობაში თბილისმა ისეთ გამოცდილ ვენჩურული კაპიტალის ინვესტორებს უმასპინძლა, როგორებიც არიან ბილ რეიჩერტი, მარვინ ლიაო, შილ მოჰტონი და სხვები.  ღონისძიება ინგლისურ ენაზე ჩატარდება. რეგისტრაციის გავლას კი, მითითებულ ბმულზე შეძლებთ: https://go.bog.ge/3U5O1ld


საქართველოს ბანკთან ერთად ღონისძიების პარტნიორები არიან: Nexia TA, Entrepreneur.com, MediaLab, Dev.ge.

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up