ფოთისა და ზუგდიდის სტადიონებზე ბიუჯეტიდან 28.5 მლნ დაიხარჯა, მაგრამ ორივე დაუსრულებელია - ფლანგვის დეტექტორი

ფოთისა და ზუგდიდის სტადიონებზე ბიუჯეტიდან 28.5 მლნ დაიხარჯა, მაგრამ ორივე დაუსრულებელია - ფლანგვის დეტექტორი

access_time2023-03-07 14:30:59

„ფლანგვის დეტექტორის“ პოდკასტში მკვლევარი ანა აბაშიძე აცხადებს, რომ ფოთის და ზუგდიდის სტადიონების ტენდერებსა და რეაბილიტაციაში 28.5 მილიონი ლარი დაიხარჯა. თუმცა, არც ერთი სტადიონი არ აკმაყოფილებს უეფას სტანდარტებს და არც ერთი ტენდერის პირობები არ შესრულებულა.

 

ანა აბაშიძე ქრონოლოგიურად იხსენებს ფოთის სტადიონის რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ დეტალებს:

 

2013 წელს მაჟორიტარი დეპუტატის ეკა ბესელიას წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომ ფოთს უეფას შესაფერისი სტანდარტების სტადიონი ექნებოდა. გამოცხადდა ტენდერი. ფოთის მერიამ შპს „საუკს“ 110 000 ლარი გადაუხადა და პროექტის შედგენა დაუკვეთა. მეორე ტენდერი გამოაცხადეს ამ პროექტის შეფასებისთვის. ტენდერში გაიმარჯვა შპს „ფოთის პროექტების და ხარჯთაღრიცხვის ექსპერტიზამ“, რომელსაც 3400 ლარი გადაუხადეს. ორივე კომპანიას ჰყავდა ერთი მფლობელი. ისე გამოვიდა, რომ ფოთის მერიამ ერთ კომპანიას დაუკვეთა პროექტის შედგენა და დაამტკიცებინა პროექტი კომპანიას, რომელსაც იგივე მფლობელი ჰყავდა.

 

2013 წელს „ნიუ ქონსტრაქშენი“ იგებს ტენდერს და ავანსის სახით აძლევენ 700 000 ლარს, რომ რეაბილიტაცია გაუკეთოს ფოთის ცენტრალურ სტადიონს. მალევე იწყება ამ კომპანიასთან დავა პირობების შეუსრულებლობის, თანხის მითვისებისა და ვადის გადაცილების ბრალდებით. ანა აბაშიძის თქმით, სასამართლო პროცესი დაიწყო, მაგრამ უცნობია დააბრუნა თუ არა კომპანიამ ეს ფული.

 

ანა აბაშიძის ინფორმაციით, 2014 წელს მეორე ტენდერი გამოცხადდა. ტენდერში გამარჯვებულ შპს „ხიდს“ავანსად 500 000 ლარს ურიცხავენ. ამ კომპანიის დირექტორს თეიმურაზ წივწივაძეს ამ ავანსის მითვისების ბრალდებით აკავებენ.

 

2017 წელს მესამე ტენდერს „ელიტა ბურჯი“ იგებს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ფონდს“ ეკუთვნის. კომპანიამ 2-ჯერ გადაავადა პროექტის დასრულების თარიღი, თუმცა საქმე ბოლომდე არ მიუყვანია.

 

ამის შემდეგ, 2019 წელს ახალი ტენდერი ცხადდება, სადაც კვლავ უკონკურენტოდ იგებს შპს „მაკროკონსტრაქშენი“. მას 5 300 000  ლარს აძლევენ. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ფოთში დღემდე არ არსებობს უეფას III კატეგორიის შესაბამისი სტადიონი.


 

„ფლანგვის დეტექტორის“ ინფორმაციით, ჯამში 10 წლის განმავლობაში 8,5 მლნ ლარია დახარჯული და 4-დან მხოლოდ 1 ტრიბუნაა აშენებული.

  

რაც შეეხება ზუგდიდის სტადიონს „ფლანგვის დეტექტორის“ მონაცემებით, ზუგდიდის სტადიონის რეაბილიტაციისთვის 20 მლნ ლარამდე დაიხარჯა და სტადიონი დაუსრულებელი და მიტოვებულია.

 

2015 წელს ტენდერში შპს „დაგიმ“ გაიმარჯვა. მას 9 747 000 ლარი გადაუხადეს. 2017 წელს სტადიონის ჩაბარების შემდეგ აღმოჩნდა, რომ სტადიონი ხარვეზებით იყო აშენებული და ტენდერი ახლიდან უნდა გამოცხადებულიყო.

 

2019 წელს ახალი ტენდერი გამოცხადდა. ტენდერში ორი პრეტენდენტი იყო და გამარჯვებული „შპს მაქრო ქონსთრაქშენ“ გახდა, რომლისთვის გადასახდელ თანხად 9 900 000 მლნ ლარი განისაზღვრა.

 



„სამუშაოების დასრულების ვადად ხელშეკრულების დადებიდან 1 წელი განისაზღვრა, ანუ 2020 წლის ოქტომბერი. იმავე ვადებს ასახელებდა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ალექსანდრე მოწერელია და ამბობდა, რომ სტადიონის მშენებლობა 2020 წელს დასრულდებოდა, თუმცა სამუშაოები დასრულებული კვლავ არ არის და ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის შევა ზუგდიდის ცენტრალური სტადიონი ექსპლუატაციაში, ჯერჯერობით არავინ იცის“, - წერს ფლანგვის დეტექტორი.

 

„ეს არის მიტოვებულია ადგილი, სადაც ნაგავი ყრია, ბალახის საფარი გამხმარია. ზუგდიდის სტადიონი ერთ-ერთი ცხადი მაგალითია, რას ნიშნავს ფულის ფლანგვა, არაპროფესიონალიზმი, კორუფცია - ყველაფერი ერთად“, - აცხადებს ანა აბაშიძე.

 

ფოტო: ფლანგვის დეტექტორი

 

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up