Fox news:  „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს გამოყენება რუსეთის წინააღმდეგ შესაძლებელია

Fox news: „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს გამოყენება რუსეთის წინააღმდეგ შესაძლებელია

access_time2022-01-04 20:00:05

რუსეთის ვიცე-პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრ ნოვაკმა ამ დღეებში განაცხადა, რომ მოსკოვი გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს სერტიფიცირების კუთხით გეგმა „ბ“-ს არ ცნობს, და პროცესს გეგმის მიხედვით მიყვება.

 

როდესაც მას დაუსვეს კითხვა მილსადენის ლიცენზირებაზე უარი თქმის შესაძლებლობაზე, მისი პასუხი იყო „ასეთი ვარიანტი არ განიხილება“.

 

„ჩვენ ვთვლით, რომ მილსადენი სერტიფიცირებისთვის დადგენილი განრიგის მიხედვით ამუშავდება“, - განაცხადა ნოვაკმა.

 

„ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ით რუსული გაზის გერმანიის გავლით ევროპაში მიწოდება იგეგმება. პროექტი სულ უფრო და უფრო პოლიტიზირებული ხდება, რადგანაც ბოლო თვეებში დაძაბულობა ნატოს და რუსეთს შორის ყოველდღიურად იზრდება.

 

სავარაუდოდ, გაზსადენის სერტიფიცირება 2022 წლის პირველ ნახევარში დასრულდება, თუმცა, მშენებლობა უკვე სექტემბერში ჩაბარდა, მილსადენი კი დღემდე უმოქმედოა, ნოემბერში გერმანულმა რეგულატორმა სამართლებრივ-პროცედურული საკითხების გამო სერტიფიცირება გადადო - კერძოდ, ის მოითხოვს გაზსადენის მმართველი კომპანიის მხრიდან ევროკავშირის შესაბამისი კანონმდებლობის შესრულებას, რასაც რუსული მხარე ყველანაირად ეწინააღმდეგება.


 

თუმცა, ბიუროკრატიული ბარიერები არაა ერთად-ერთი ფაქტორი, რომელიც გაზსადენის ამუშავებას აფერხებს. რუსეთის მიერ უკრაინის საზღვარზე 120 000-ანი ჯარის განლაგებამ, და ამით სამხედრო აგრესიის საფრთხის შექმნამ აშშ-ს და ევროპის სწრაფი რეაქცია გამოიწვია - ამ თამაშში ერთ-ერთი არგუმენტი სწორედ ახალი გაზსადენია.

 

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ჯარების დისლოცირება საზღვარზე - ეს არა აგრესიისთვის მზადებაა, არამედ სიფრთხილის ზომა. თუმცა, ის ასევე ემუქრება ნატო-ს სამხედრო პასუხით იმ შემთხვევაში, თუ ალიანსი აღმოსავლეთით გაფართოებას განაგრძობს.

 

პუტინი დასავლეთისგან ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისთვის ნატო-ში გაწევრიანებაზე ოფიციალურდ უარის თქმას მოითხოვს ევროპა და ამერიკა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში  რუსეთს სერიოზული სანქციებით ემუქრებიან.

 

დეკემბერში გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა რუსეთი გააფრთხილა, რომ უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში მას „საშინელი შედეგები ელის“. მოსალოდნელ სანქციებს შორის ერთ-ერთი - სწორედ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს მუშაობის დაბლოკვაა. აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც პუტინს „სერიოზული ეკონომიკური ზომებით“ დაემუქრა.

 

„ფაქტია, რომ გაზი ამ მილსადენით ჯერ არ მიდის, და ის არ მუშაობს, ეს კი ნიშნავს, რომ ის შესაძლებელია გამოყენებულ იქნას პუტინზე ზეწოლისთვის. ეს ბერკეტია დასავლეთის ხელში, რადგანაც, თუ პუტინს სურს პროექტის ამუშავება, სავარაუდოდ ის ასეთ დიდ რისკზე არ წავა, და უკრაინაში არ შეიჭრება“ - მიიჩნევს აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯო სალივანი.

 

გაზი და ზოგადად ენერგომატარებლების საკითხი ყოველთვის იყო პუტინის მხრიდან დასავლეთზე ზეწოლის ერთ-ერთი მძლავრი პოლიტიკური იარაღი, თუმცა, მოვიდა დრო, დასავლეთმა გაიგოს, რომ ამ იარაღის გამოყენება თავად პუტინის წინააღმდეგაც შეიძლება.


Fox news




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up