ესტონეთის პარლამენტმა გაეროს წევრ ქვეყნებს, მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი დამატებითი მკვლელობის თავიდან აცილების მიზნით, უკრაინის ცის რაც შეიძლება სწრაფად ჩაკეტვისკენ მოუწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ Foxnews ავრცელებს.
ესტონეთი ნატოს წევრი პირველი სახელმწიფო გახდა, რომლის სახელისუფლებო შტომაც ცის ჩაკეტვა ოფიციალურად მოითხოვა. „რიიკიკოგუ (ესტონეთის პარლამენტი) სრულ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელმაც დანაშაულებრივი ომი წამოიწყო და მოუწოდებს ყველას გვერდით დაუდგნენ უკრაინას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში“ აღნიშნულია ესტონეთის პარლამენტის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.
ცის ჩაკეტვას უკრაინის პრეზიდენტი ორ კვირაზე მეტია ითხოვს. ნატო თავს იკავებს, რადგან რუსეთთან პირდაპირ კონფრონტაციას ერიდება. ერთგვარ კომპენსაციად ნატოს წევრი ქვეყნები უკრაინას ჰაერსაწინააღმდეგო სტინგერებითა და NLAW-ებით, აგრეთვე ტანკსაწინააღმდეგო ჯაველინებითა და უპილოტო ბაირაქტარებით ეხმარება, რომლებმაც სირიის სამოქალაქო ომისა და ყარაბაღის ბოლო ომის დროს საუკეთესო შედეგი აჩვენეს, კიდევ ერთ საშუალებად МиГ-29 გამანადგურებლების გადაცემა სახელდებოდა, მაგრამ ვერც ეს მოხერხდა.