რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვლადიმირ ჯაბაროვმა განაცხადა, რომ საქართველომ ფრენების აღდგენის თხოვნით რუსეთს თავად მიმართა, გამოცემა „ვესტნიკ კავკაზა“ წერს, რომ მიმართვა რამდენიმე კვირის წინ გაკეთდა და საუბარი რუსული ავიაკომპანიის „აეროფლოტის“ რეისების აღდგენას შეეხებოდა.
ჯაბაროვმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირმა პირდაპირი ფრენების აღდგენის თაობაზე პოზიცია მკვეთრად გამოხატა, რაც მისი თქმით ფაქტობრივად საქართველოს საქმეებში “თავხედურად“ ჩარევას ნიშნავდა
„ვესტნიკ კავკაზა“ - ის ცნობით 18 იანვარს სერგეი ლავროვმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენის იმედი გამოთქვა.