პარტია „ლელო საქართველოსთვის“ მუნიციპალიტეტების მერებს, განათლების, გარემოს დაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს მიმართავს, რათა მათი მხრიდან მათი მხრიდან აქტიური ღონისძიებები გატარდეს, რათა პიროტექნიკის გამოყენებით არ დაზარალდნენ მოქალაქეები, განსაკუთრებით ბავშვები და მოზარდები.
„გაატარე ახალი წელი უსაფრთხოდ!“ - წინასაახალწლო კამპანიის ინიციატორები ანა ნაცვლიშვილი და არმაზ ახვლედიანი არიან. დეპუტატების თქმით, დღეს კანონით აკრძალულია პიროტექნიკის მიყიდვა.
არასრულწლოვნებისთვის, ასევე დასჯადია მისი აღრიცხვის, შენახვის, გადაზიდვის ან გამოყენების წესის დარღვევა, ამის მიუხედავად პიროტექნიკით საახალწლო პერიოდში ყოველწლიურად ათეულობით მოქალაქე ზიანდება, მათ შორის, ყველაზე ხშირად არასრულწლოვნები.
დეპუტატების განცხადებით, სახელმწიფომ აქტიურად უნდა იმუშაოს საზოგადოებასთან, რათა თავიდან იქნას აცილებული ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევები და მინიმუმამდე შემცირდეს პიროტექნიკის მოხმარებით გამოწვეული.
პარლამენტარები გეგმავენ აქტიური მონიტორინგი განახორციელონ რამდენად ეფექტურად ხდება კანონში არსებული აკრძალვების აღსრულება, და საჭიროების მიხედვით - მოამზადონ დამატებითი საკანონმდებლო რეგულაციები პიროტექნიკის რეალიზებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, ასევე გააგრძელონ მუშაობა საზოგადოებაში ცნობიერების ასამაღლებლად.