„გადარჩება ის, ვისაც დიდი ფული აქვს, ღარიბი კი უფრო გაღარიბდება“ - გიორგი ვაშაძე

„გადარჩება ის, ვისაც დიდი ფული აქვს, ღარიბი კი უფრო გაღარიბდება“ - გიორგი ვაშაძე

access_time2020-04-24 11:15:45

„მცირე და საშუალო ბიზნესის სიცოცხლისუნარიანობის ხანგრძლივობა გაჩერებიდან 45 დღეს მოიცავს. ეს არის  ეკონომისტების კვლევების შედეგად მიღებული ციფრი. შესაბამისად, 45 დღის შემდეგ გაჩერებული ბიზნესი ფაქტობრივად მკვდარია. მთავრობის ამ ნაბიჯებმა ეს დარგი, რომელიც ისედაც მცირე იყო, ფაქტობრივად მოკლა.“ - ამის შესახებ „კომერსანტთან“ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ისაუბრა.


კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გაჩერებული ეკონომიკის გამო ყოველდღიურად დაკარგული 100 მილიონი ლარი, გახანგრძლივებული საგანგებო მდგომარეობა და შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა - ამ ყველაფერზე გიორგი ვაშაძემ ვრცლად ისაუბრა და აღნიშნული პრობლემები მთავრობაში კრიზისული მენეჯმენტის ცოდნის ნაკლებობას დაუკავშირა. მანვე განმარტა, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან დღემდე ეკონომიკასა და საზოგადოებაზე მიყენებული დარტყმების თავიდან არიდების ერთადერთი გზა და უპირობო პანაცეა საყოველთაო ტესტირება უნდა ყოფილიყო.


„ჩვენ გვაქვს რამდენიმე მთავარი პრობლემა, რომელიც სავალუტო ფონდის ვაშინგტონის ოფისთანაც განვიხილეთ და ამ პრობლემებს ისინიც ხედავენ. პირველი არის ის, რომ იგვიანებს ფინანსური დახმარება შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადამიანებისთვის და ეს დიდი საფრთხეა, რადგან მშიერ ადამიანს უკვე ვერაფერი ვერ დააკავებს. მეორე დიდი პრობლემა ისაა, რომ საყოველთაო ტესტირების არ დაწყების გამო გრძელდება ეს კარანტინი და  უკვე უაზრო შეზღუდვებში გადავიდა, როგორიცაა  მანქანებით გადაადგილების შეზღუდვა და მრავალი სხვა. ყოველგვარი სტრატეგიის და გეგმის გარეშე ხდება საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება,  რითაც ხდება ეკონომიკის განულება.


მასობრივ ტესტირებაზე პრემიერ-მინისტრის პოზიცია იყო ის, რომ თურმე ტესტირება არ არის პანაცეა, დიახაც პანაცეაა და ეს პირდაპირ უნდა ვთქვათ. დანაშაულებრივი სიჯიუტის მსხვერპლი ვართ. ჯიუტად ამტკიცებენ, რომ ტესტირების გარეშე შეძლებენ რამის მოგვარებას. ეკონომიკისთვის ყოველი გაჩერებული დღე საქართველოს დაახლოებით 100 მილიონი ლარი უჯდება, ეს რიცხვი სავალუტო ფონდის ვაშინგტონის ოფისის გათვლებითაა მიღებული. 100 მილიონი ლარით ვღარიბდებით  ყოველდღე იმიტომ, რომ ყველაფერი გაჩერებულია ქვეყანაში.“- განმარტავს ვაშაძე.


მცირე და საშუალო ბიზნესის გადარჩენის ნაბიჯებზე საუბრისას პოლიტიკოსმა განმარტა, რომ ასეთი გეგმა მთავრობას არათუ არ აქვს, არამედ პირიქით დარგის შეზღუდვა ხდება, რითაც ეს სფერო კატასტროფულ შედეგებს მიიღებს პოსტკრიზისულ ბიზნესგარემოში.



„ქართული მცირე და საშუალო ბიზნესი ფაქტობრივად მკვდარია, უმუშევრადაა დარჩენილი ასობით ათასი ადამიანი, მილიონზე მეტმა  ადამიანმა დაკარგა შემოსავალი და ქვეყანაში შიმშილია. ერთი თვის წინ, ჩვენ კონონავირუსთან გამკლავების გეგმა წარვადგინეთ, რომელიც რა თქმა უნდა მასობრივ ტესტირებას ეფუძნებოდა ისევე, როგორც ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში. თუმცა, ერთი თვის შემდეგაც არაფერი შეცვლილა.  პირიქით, უფრო და უფრო მეტი აკრძალვაა მაშინ, როდესაც ის ქვეყნები, რომლებმაც დაიწყეს მასობრივი ტესტირებები იქ ყოველდღიურად ნაკლები აკრძალვაა. ჯოორჯიის შტატი საერთოდ ხსნის ყველა ბიზნესისთვის შეზღუდვებს სკოლის გარდა, გერმანიაზე, ავსტრიასა და ნორვეგიაზე აღარაფერს ვამბობ.

ზოგს სესხი აქვს, ზოგს კრედიტი, შეუმცირდა რესურსი და დღეს უკვე განულდა. მთავრობის განცხადებით, ტურისტულ ბიზნესს გადაევადა გადასასახადები, ბანკებმა სამი თვით გადაავადეს სესხების ვალდებულება, მაგრამ რეალურად იმ სამი თვის პროცენტს დამატებით ახდევინებენ შემდგომ. კონკრეტული მხარდაჭერის გეგმა როგორ უნდა არსებობდეს, როდესაც პირიქით კეტავ  ბიზნესს, უაზრო ბიუროკრატიას უწესებ. ამის მაგალითია ის, რომ გუშინ ონლაინ-მიწოდება მანქანებით აკრძალეს, სამაგიეროდ საკუთარ ახლობლებს  ყველას დაურიგეს მანქანით გადაადგილებისთვის საშვები.“ - აღნიშნავს „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე.  


რა შედეგებს უნდა ველოდოთ კორონავირუსისა და საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდგომ ეკონომიკაში, ვის ან რის იმედად რჩება სფეროები, რომელზეც ქართული ეკონომიკა დგას - ამასთან დაკავშირებით გიორგი ვაშაძის პროგნოზია, რომ გაიაფებული ქონების დიდ ნაწილს დაისაკუთრებს ის, ვისაც კორონავირუსის პერიოდშიც კი დიდი თანხები აქვს, ხოლო საზოგადოების დანარჩენი ნაწილი უფრო უკან დაიხევს ფინანსურად, ვიდრე აქამდე.


„სამწუხაროდ, ეს ვითარება მიგვიყვანს იქამდე, რომ მდიდარი უფრო გამდიდრდება, ღარიბი უფრო გაღარიბდება. ეკონომიკის ძირითადი ნაწილი დაფუძნებული იყო ტურისტულ ბიზნესზე და არ არის არანაირი სტრატეგია ამ ვითარებაში რამე ეშველება თუ არა ტურისტულ სექტორს.  ამის გეგმა გვაქვს, როგორ უნდა ავამუშავოთ მაგრამ , პირველი გეგმა რომელიც მასიურ ტესტირებას ეხებოდა ეგეც არ არის დაწყებული და როგორ ვისაუბროთ მეორე ფაზაზე. უბრალოდ, ჯიუტად არაფერს არ ითვალისწინებენ. სამწუხაროდ მოხდება ისე, რომ ვისაც დიდი ფული აქვს ის გადარჩება, უფრო გამდიდრდება, იმიტომ რომ ქონება გაიაფდება, ისინი დაიწყებენ ამ გაიაფებული აქტივების შეძენას კაპიკებში. ვინ იყიდის გაიაფებულ ქონებას, თუ არა ის ვისაც აქვს ბევრი ფული და ასეთი რამდენიმე კომპანია  და ბიძინა ივანიშვილია ჩვენს ქვეყანაში, მეტი არავინ.“ - ამბობს გიორგი ვაშაძე.  

„ახალი საქართველოს“ ლიდერის მთავარი რეკომენდაციების სიაში კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე პირველ ადგილს მასობრივი ტესტირების აუცილებლობა იკავებს, მისივე აზრით,ყურადღება უნდა გამახვილდეს როგორც ტურისტულ ბიზნესზე, ასევე სოფლის მეურნეობაზე, რადგანაც საკვები პროდუქტების მომწოდებელი ქვეყნების უმრავლესობამ ექსპორტი ჩაკეტა და ჩვენი ქვეყანა საკვები პროდუქტების დეფიციტის საფრთხის წინაშე დადგება.


„ მთავრი რეკომენდაცია არის ის, რომ ყველამ ერთად  უნდა მოვითხოვოთ მასიური ტესტირება იმისთვის, რომ უბრალოდ ჩავრთოთ ეკონომიკა და ეს შეზრუდვები მოვხსნათ. დაიწყოს ყველამ ფუნქციონირება, შევხედოთ რა მუშაობს და არა და მერე მოვაყოლოთ კონკრეტული გეგმა. მე ტურისტული სექტორის ამუშავების გეგმაც მაქვს. ამასთან, დიდი მნიშვნელობა აქვს სოფლის მეურნეობას. ახლა თითქმის ყველა ქვეყანამ ჩაკეტა საკვები პროდუქტების ექსპორტი და საკვების გარეშე დარჩენის საშიშროება გვაქვს. საქართველო 600 – 700 ათასამდე ჰექტარ მიწას არ ამუშავებდა და ამას უნდა მიექცეს დიდი ყურადღება.  შემდეგი საყურადღებო საკითხია წარმოება და კიდევ ერთხელ წარმოება.  ინდუსტრიული პარკები არის ის გასაღები, რომლითაც შეიძლება ეკონომიკის ამუშავება. გვაქვს პროექტი „გლობალური სმარტჰაბი“, ანუ როგორ მოვიზიდოთ ქვეყანაში გლობალური ბიზნესები და დაიწყონ მუშაობა საქართველოში.  როგორც კი დავინახავთ რომ კლებისკენ მიდის საკარანტინო ზომები, გამოვაქვეყნებთ ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმას, რომელიც ძალიან კომპლექსური იქნება და რომელსაც ქართველ ეკონომისტებთან და ჰარვარდელ სპეციალისტებთან ერთად ვამუშავებთ. გამოსავალი ყოვლთვის არის, მაგრამ ჩვენ პრობლება გვაქვს ის, რომ კრიზისული მენეჯმენტის ცოდნა ნულოვანია. ჩვენი გეგმით 6 თვეში ეკონომიკა პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდება და მომავალი წლისთვის ზრდაც იქნება. ქართული ოცნების პირობებში კი, რასაც ვუყურებ სამწუხაროდ შეიძლება 2 -3 წელი დასჭირდეს ამ პროცესს“ - განმარტა ვაშაძემ.  


მარიამ მორგოშია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up