გადაწყვეტილება მიღებულია - საქართველოს „ევროპული პერსპექტივა“

გადაწყვეტილება მიღებულია - საქართველოს „ევროპული პერსპექტივა“

access_time2022-06-23 22:44:59

„ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება“, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.


„ვულოცავ ქართველ ხალხს. ეს ისტორიული მომენტია ევროკავშირი – საქართველოს ურთიერთობებში: საქართველოს მომავალი ევროკავშირშია“,- აღნიშნულია შარლ მიშელის ტვიტერის პოსტში.


ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა „ტვიტერზე“  დაწერა — „დღეს ევროპისთვის კარგი დღეა, ვულოცავ პრეზიდენტ ზელენსკის, პრეზიდენტ სანდუს და პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს!“.



მისივე თქმით, აღნიშნული ქვეყნები არიან ევროპული ოჯახის ნაწილი და დღეს ლიდერების ისტორიულმა გადაწყვეტილებამ ეს დაადასტურა. „თქვენი ქვეყნები არიან ჩვენი ევროპული ოჯახის ნაწილი, დღეს ლიდერების ისტორიულმა გადაწყვეტილებამ ეს დაადასტურა“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.


ურსულა ფონ დერ ლაიენი აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება აძლიერებს უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს რუსული იმპერიალიზმის წინაშე, ეს აძლიერებს ევროპას. „ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ლიდერებმა მხარი დაუჭირეს ჩვენს შეხედულებებს. უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს – ყველას აქვთ საქმე, ვიდრე შემდეგ ეტაპზე გადავლენ. ვიცი, რომ სწრაფად იმოქმედებენ. მათ იციან, რამდენად გადამწყვეტია ეს მათი დემოკრატიებისთვის, ეკონომიკისა და მოქალაქეებისთვის.


ეს გადაწყვეტილება ყველას გვაძლიერებს. ეს გადაწყვეტილება აძლიერებს უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს რუსული იმპერიალიზმის წინაშე. ეს აძლიერებს ევროპას, რადგან კიდევ ერთხელ აჩვენებს სამყაროს, რომ ჩვენ ერთიანები ვართ საგარეო საგრთხეების წინაშე“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.


გასულ კვირაში ევროპის კომისიამ გასცა რეკომენდაციები, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს, საქართველომ კი რამდენიმე პირობა უნდა შეასრულოს, სანამ ევროკავშირი მისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს განიხილავდეს. დღეს ბრიუსელის სამიტზე ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერებმა განიხილავენ წევრობაზე ასოცირებული ტრიოს განაცხადი და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up