პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ ანაკლიის პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენდება, “ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა” და პოლიტიკური პარტია “ლელოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე ეხმაურება.
„თუ 51%-ში სახელმწიფოს 300 მილიონი დოლარის ბიუჯეტის თანხის ჩადება უნდა ანაკლიის მშენებლობაში, გაგეცათ ბანკებისთვის 50 მილიონი დოლარის გარანტია და ახლა ანაკლია აშენებული იქნებოდა და ქვეყანას დიდი შემოსავალიც ექნებოდა ამ დროისთვის მიღებული. სადაა ლოგიკა?
1. გაეცით 50 მილიონი გარანტია საერთაშორისო ბანკებისთვის, აღადგინეთ შეწყვეტილი კონტრაქტი.
2. დააბრუნეთ გაძევებული საერთაშორისო ინვესტორები, შეწყვიტეთ საარბიტრაჟო დავა
3. მალევე განახლდება მშენებლობა
4. აშენებული პორტი ისევ სახელმწიფო საკუთრება ხდება გარკვეული პერიოდის შემდეგ.
ასე რომ…“- წერს მამუკა ხაზარაძე ფეისბუკზე.