„გამარტივებულ შესყიდვებს“ სახელი ეცვლება - რა ცვლილებები შედის „საჯარო შესყიდვების შესახებ“ კანონში

„გამარტივებულ შესყიდვებს“ სახელი ეცვლება - რა ცვლილებები შედის „საჯარო შესყიდვების შესახებ“ კანონში

access_time2022-09-13 18:00:27

მთავრობას „საჯარო შესყიდვების შესახებ“ კანონში ცვლილებები შეაქვს. კანონპროექტს საკანონმდებლო ორგანოში უკვე განიხილავენ. აღსანიშნავია, რომ საჯარო შესყიდვის პროცედურები მთლიანად ეფუძნება 2014/24/EU დირექტივას, რომელიც თავადვე განსაზღვრავს, თუ რა საფუძვლებისა და გარემოებების არსებობისას უნდა იქნეს შერჩეული თითოეული საჯარო შესყიდვის პროცედურა. 


კანონპროექტის მიხედვით გამარტივებული შესყიდვის პროცედურას ეცვლება სახელი და მას წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურა ეწოდება.


წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურა


1. წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურა შემსყიდველ ორგანიზაციას აძლევს საშუალებას, საჯარო შესყიდვის გამოცხადების გარეშე გამართოს მოლაპარაკება ეკონომიკურ ოპერატორ(ებ)თან შესყიდვის ხელშეკრულების დადების მიზნით. წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურა დაიშვება მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:


ა) ღია ან შეზღუდული პროცედურა არ შედგა ან დასრულდა უარყოფითი შედეგით, შემსყიდველი ორგანიზაციისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო და ვეღარ ესწრება ხელახალი პროცედურის გამოცხადება. ამ ქვეპუნქტის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებითად არ იცვლება შემსყიდველი ორგანიზაციის საჭიროებები და მოთხოვნები, რომლებიც განსაზღვრული იყო ღია ან შეზღუდული პროცედურის შესყიდვის პირობებში;


ბ) როდესაც საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან სამუშაოს შესრულება შეუძლია მხოლოდ ერთ ეკონომიკურ ოპერატორს, ქვემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოების არსებობის გამო:


ბ.ა) შესყიდვის მიზანია უნიკალური ხელოვნების ნიმუშის ან მხატვრული ნაწარმოების შექმნა ან შესყიდვა;
ბ.ბ) ტექნიკური გარემოებების, მათ შორის, შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლების გამო არ არსებობს კონკურენცია;
ბ.გ) აუცილებელია ექსკლუზიური უფლებების, მათ შორის, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა.


გ) შემსყიდველი ორგანიზაციისგან დამოუკიდებელი და წინასწარ უცნობი მიზეზით გამოწვეული გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევის არსებობის გამო, შეუძლებელია სხვა შესყიდვის პროცედურის გამოყენება. ამ ქვეპუნქტის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაუდებელი აუცილებლობის გარემოება ხელოვნურად არ არის გამოწვეული შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ;



დ) საქონელი წარმოებულია მხოლოდ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისთვის, ექსპერიმენტის ან გამოკვლევის ჩასატარებლად ან განვითარებისთვის. ამ ქვეპუნქტის ფარგლებში, დაუშვებელია დაიდოს ისეთი შესყიდვის ხელშეკრულება, რომელიც მიზნად ისახავს საქონლის სერიულ წარმოებას, კომერციული რენტაბელურობის მიღწევას ან ამ ქვეპუნქტში ჩამოთვლილი საქმიანობის ხარჯების ანაზღაურებას;


ე) თუ თავდაპირველი მიმწოდებლისგან ან იმავე მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქვეკონტრაქტორისაგან შესყიდვის ობიექტის დამატებით შესყიდვა გამიზნულია თავდაპირველად შესყიდული შესყიდვის ობიექტის ან მისი შემადგენელი კომპონენტის ნაწილობრივ ჩასანაცვლებლად ან ამ შესყიდვის ობიექტის ან მისი შემადგებელი კომპონენტის დასამატებლად და როდესაც შესყიდვის ობიექტის სხვა მიმწოდებლისგან შესყიდვა გამოიწვევს თავდაპირველად შესყიდული შესყიდვის ობიექტის ხარისხის გაუარესებას, მათ შორის განსხვავებული ტექნიკური პარამეტრების მქონე შესყიდვის ობიექტის შესყიდვას, რასაც შედეგად მოჰყვება შეუთავსებლობა ან არაპროპორციული ტექნიკური სირთულეები შესყიდვის ობიექტის ექსპლუატაციისას ან მოვლა-შენახვისას. ასეთი ხელშეკრულების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წელს, ხოლო მისი ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს თავდაპირველად დადებული ხელშეკრულების ღირებულებას;


ვ) შესასრულებელია ან გასაწევია ახალი სამუშაო ან მომსახურება, რომელიც თავდაპირველი მიმწოდებლისგან შესყიდული სამუშაოს ან მომსახურების იდენტურია. აუცილებელია, რომ ასეთი სამუშაო ან მომსახურება შეესაბამებოდეს ძირითად სამუშაოს ან მომსახურებას, რომლის შესასყიდადაც დაიდო თავდაპირველი შესყიდვის ხელშეკრულება. ძირითადი სამუშაოს ან მომსახურების შესყიდვის პირობები უნდა ითვალისწინებდეს დამატებით სამუშაოს შესრულების ან მომსახურების გაწევის შესაძლებლობას, აგრეთვე, წესებს, რომლის შესაბამისადაც იქნება გამოყენებული ეს შესაძლებლობა. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, მონეტარული ზღვრების სწორად განსაზღვრის მიზნით, თავდაპირველი

შესყიდვის სავარაუდო ღირებულების განსაზღვრისას, გაითვალისწინოს დამატებითი სამუშაოს შესრულების ან მომსახურების გაწევის შესაძლებლობა. ამ ქვეპუნქტის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ თავდაპირველი შესყიდვის ხელშეკრულების დადებიდან არაუმეტეს 3 წლის განმავლობაში, იმ პირობით, რომ დამატებითი სამუშაოს შესრულების ან მომსახურების გაწევის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს თავდაპირველად დადებული ხელშეკრულების ღირებულებას;


ზ) ხორციელდება წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებული საჯარო შესყიდვა;


თ) საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – რეფორმებისა და სწავლების ცენტრი  საარჩევნო/სარეფერენდუმო პერიოდში, არჩევნების შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ახორციელებს საჯარო შესყიდვებს;


ი) საჯარო სამართლის იურიდიული პირები – სახელმწიფო თეატრები, სახელმწიფო ორკესტრები, მუსიკალური ცენტრები, სახელოვნებო სასწავლებლები ან ანსამბლები ახორციელებენ სადადგმო და შემოქმედებითი საქმიანობისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების შესყიდვას;


კ) ხორციელდება ლაბორატორიული მომსახურების შესყიდვა არარეზიდენტი ეკონომიკური ოპერატორისგან, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს ბაზარზე არ არსებობს შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ლაბორატორია ან ეს უკანასკნელი, ობიექტური მიზეზების გამო, ვერ უზრუნველყოფს ლაბორატორიული მომსახურების გაწევას.


4. წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურა, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების გარდა, აგრეთვე, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში, თუ ერთი საბიუჯეტო წლის განმავლობაში, ერთი დაფინანსების წყაროდან შესასყიდი შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების ჯამური ღირებულება ნაკლებია:

ა) 10 000 ლარზე – საქონლის ან მომსახურების შემთხვევაში, ხოლო 20 000 ლარზე – სამუშაოს შემთხვევაში;


ბ) ევროკავშირის სამართლებრივი აქტებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებზე, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების, ასევე, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ საზღვარგარეთ დაფუძნებული ფილიალის, წარმომადგენლობის, შვილობილი საწარმოს მიერ შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში;


გ) 20 000 ლარზე – როდესაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში შემავალი შემსყიდველი ორგანიზაციები, საქართველოს დაზვერვის სამსახური,
აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური შეისყიდიან თავდაცვასთან, სახელმწიფო უსაფრთხოებასთან და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებულ საქონელს ან მომსახურებას.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up