გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოში ევროკავშირის ელჩს შეხვდა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოში ევროკავშირის ელჩს შეხვდა

access_time2023-01-26 23:00:57

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის შეხვდა.

 

შეხვედრაზე საქართველოს მიერ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების საკითხი მიმოიხილეს.


მაია ბითაძემ ელჩს ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგის განხორციელებასთან დაკავშირებით საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებები გააცნო.

 

​შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო გარემოს დაცვის მიმართულებით შესრულებულ ვალდებულებებს.

 


„ევროკავშირის ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა ის პროგრესი, რომელიც ქვეყანას აქვს ასოცირების დღის წესრიგის შესრულებასთან დაკავშირებით. მისივე განმარტებით, ყველა ვალდებულების შესრულების პარალელურად უფრო გააქტიურდება ის პროცესი, რომელიც საქართველოს კიდევ უფრო დააახლოებს ევროკავშირთან და იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიენიჭება. მან ხაზი გაუსვა, რომ გეოპოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, აუცილებელია სიმშვიდის შენარჩუნება და ყველა იმ ვალდებულების შესრულებაში ოპოზიციის მონაწილეობა“, - განაცხადა მაია ბითაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ სურვილი გამოთქვა ოპოზიცია უფრო აქტიურად იყოს ჩართული კანონმდებლობის ფორმირების პროცესში.

 

„ჩვენ ისეთ კანონმდებლობაზე ვმუშაობთ, რომელიც ქვეყანაში მწვანე ეკონომიკის ახალ კარს ხსნის, ეს არის ახალი სამუშაო ადგილები, ქვეყნის განვითარების ახალი მიმართულება, ის მიმართულება, რომელიც ევროკავშირში უკვე სტაბილურად არის ჩამოყალიბებული და ქვეყანაში ინვესტიციების და განვითარების ახალი ხაზის გახსნის წინაპირობად შეიძლება იქცეს“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

 

​შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქალაქებში, მათ შორის დიდ ქალაქებში ატმოსფერული ჰაერის გაუმჯობესების საკითხებს, რომელიც კანონმდებლობით რეგულირდება.

 

„ელჩს გავაცანით ის კანონპროექტები, რომლის ინიცირებაც კომიტეტის მხრიდან მოხდება, ეს არის კლიმატის ცვლილების ახალი კანონი, ასევე ქალაქებში გამწვანების საკითხების ინტეგრირება სამშენებლო ნებართვის გაცემის პროცესში. გავაცანით საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაზე, მათ შორის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ეკოლოგიური მდგომარეობის და მობილობის გაუმჯობესების გათვალისწინებით“, - განაცხადა მაია ბითაძემ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up