გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრად ოთარ შამუგია დაინიშნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრად ოთარ შამუგია დაინიშნა

access_time2022-02-09 14:18:40

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს.  თანამდებობაზე 6 წლიანი მუშაობის შემდეგ ლევან დავითაშვილს ოთარ შამუგია  ჩაანაცვლებს.

 

ოთარ შამუგია 2020 დან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მინისტრის მოადგილე იყო.

 

2019- 2020 წლებში ის„სოფლის განვითარების სააგენტოს“ დირექტორის პირველი მოადგილე იყო.

 

მანამდე, 2019 წელს „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს“ დირექტორის თანამდებობა ეკავა.

 

2018 წელს იყოს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი იყო.

 

2017-2018 წელებში „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს“ დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკვა.

 


2017 წელს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი იყო.


2011- 2017 წლებში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებდა.


2007-2011  წლებში  საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საფინასო-საბუღალტრო სამსახურის უფროსი იყო.

 

2006-2007  წლებში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საბუღალტრო სამსახურის  მთავარი ბუღალტერი იყო

 

2006 წელს შპს „რეალ ქონსალტინგის“ ფინანსური დირექტორის თანამდებობა ეკავა.

 

ხოლო, 2005-2006  წლებშ შპს საკონსულტაციო ჯგუფის ფინანსური დირექტორი იყო.

 

2004-2005 წლებში „საქართველოს რკინიგზის“ ქონების მართვის სამსახურის უფროსი იყო.

 

1999-2004  წლებში საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ცენტრალური ბუღალტერიის უფროსი იყო.

 

ხოლო 1998-1999  წლებში საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი.

 

განათლებით ოთარ შამუგია ეკონომისტია. მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში მიიღო.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up