ღარიბაშვილმა იორდანიის მეფეს ოქროს საწმისის ორდენი გადასცა

ღარიბაშვილმა იორდანიის მეფეს ოქროს საწმისის ორდენი გადასცა

access_time2022-05-29 17:53:47

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მეფე აბდალა II-ს წმინდა მიწაზე, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ საქართველოსთვის მიწის გადაცემისთვის, მადლიერების ნიშნად, საქართველოს სახელით, ოქროს საწმისის ორდენი გადასცა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილი მეფე აბდალა II-ს იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა და წმინდა მიწაზე, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ 4000 კვადრატული მეტრი მიწის გადაცემისთვის მადლობა გადაუხადა.

„დიდი მადლობა, თქვენო სამეფო აღმატებულებავ! ჩემთვის დიდი პატივია პირადად რომ გხვდებით. მადლობა ჩვენი მოწვევისა და მიღებისთვის. საქართველოსთვის მიწის ნაკვეთის გადმოცემის შესახებ თქვენი ძალიან გულუხვი გადაწყვეტილებისთვის მადლობას მოგახსენებთ ჩვენი მთავრობის, ქვეყნისა და ხალხის სახელით. თქვენო სამეფო აღმატებულებავ, გადაჭარბების გარეშე მინდა გითხრათ, რომ ეს არის უდიდესი საჩუქარი და სიხარული მთელი ერისთვის. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ამისთვის. მადლობა! ასევე მინდა ხაზი გავუსვა ჩვენი ურთიერთობის მნიშვნელობას. ნამდვილად კარგი შესაძლებლობა მოგვეცა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობისა და სამომავლო განვითარების განსახილველად. სწორედ ამიტომ ჩამოვედი დელეგაციით, მინისტრებით. ასე რომ, კიდევ ერთხელ მოგახსენებთ მადლობას,"- მიმართა მთავრობის მეთაურმა მეფე აბდალა II-ს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ წმინდა მიწაზე საქართველოსთვის გადმოცემულ მიწის ნაკვეთზე ქართული კულტურის ცენტრის მშენებლობა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის გაღრმავებას და ქართველი და იორდანელი ხალხის ისტორიული მემკვიდრეობის შესახებ ცნობადობის გაზრდას.

უწყების ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფო კავშირების გაღრმავების ახალ ეტაპზეა.


შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა მისი აღმატებულება პრინც ღაზის, ასევე იერუსალიმის პატრიარქისა და იორდანიის არქიეპისკოპოსის როლს საქართველოსთვის მიწის გადაცემის გადაწყვეტილების მიღების პროცესში. პრემიერმა აღნიშნა, რომ პრინც ღაზის პირადი წვლილი გადამწყვეტი იყო საბოლოო შეთანხმების მიღწევაში და საქართველო ამას ძალიან აფასებს.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, უდიდესი ისტორიული მოვლენაა, რომ საერო და სასულიერო ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, 300 წლის შემდეგ საქართველო წმინდა მიწას უბრუნდება. საქართველოს მფლობელობაში არსებულ მიწაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის კურთხევით, ქართული კულტურის ცენტრი აშენდება.

შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოს შორის არსებულ მაღალი დონის თანამშრომლობას და გამოითქვა არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა.

საუბარი შეეხო ორ მეზობელ რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ იორდანიის ჰაშიმიტური სამეფო განიხილება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და საკვანძო ქვეყანა, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდობასა და უსაფრთხოებას ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ახლო აღმოსავლეთის საკითხების პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მეფე აბდალას პირად როლს და არაბულ ქვეყნებთან ისტორიული კავშირების აღდგენის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მთავრობის მეთაურმა იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მეფე აბდალა მეორეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მისთვის ხელსაყრელ დროს საქართველოში მოიწვია.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up