ღარიბაშვილს არახამიამ უპასუხა და „ფეიკების“ გამავრცელებელი უწოდა

ღარიბაშვილს არახამიამ უპასუხა და „ფეიკების“ გამავრცელებელი უწოდა

access_time2022-06-22 19:55:27


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დღეს 22 ივნისს პარლამენტში სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშის წადგენისას, მაშინ როცა ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის ხელიშემშლელ გარემოებებზე საუბრობა, უკრაინის რადის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია ახსენა და ოპოზიციას მიმართა. ღარიბაშვილის თქმით, არახამია ევროპასა და აშშ-ში საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების საწინააღმდეგო საქმიანობას ეწეოდა, საქართველოში ოპოზიციური პარტიები კი ამას არ აპროტესტებენ.




„ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი და ასე ვთქვთ, პარტნიორი, რომელიც ევროპაში ამერიკაში, ეს მე ვიცი ჩვენი ამერიკელი კოლეგების და მეგობრების მხრიდან, რომელიც დაჟინებით ითხოვდა რომ არ მიეღო საქართველოს კანდიდატის სტატუსი, თქვენთან ერთად ძვირფასო ოპონენტებო, იყო უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი, ბატონი არახამია, რომელიც თქვენი მეგობარია და პრაქტიკულად ულტიმატუმი წაუყენეს ევროპას, რომ თუ საქართველო მიიღებდა კანდიდატის სტატუსს ძალიან, ასე ვთქვათ, გულდაწყვეტილები დარჩებოდნენ. ეს ყველაფერი მათ ძალიან კარგად იციან. ჩვენს საჯაროდ მოვისმიენთ ბატონი არახამია ქართული გვარის მატარებელი გამოდის სამარცხვინო ბრალდებით, ჩვენ მოვისმინეთ ბრალდებები ისეთი როგორიც უკავშირდებოდა ქვეყნის დადანაშაულებას რუსული სანქცირებული კომპანიების ხელშეწყობით, ბრალი დაგვდეს მათმა პარტნიიორებმა უკრაინაში, მათმა მეგობრებმა უკრაინაში, საჯაროდ, თითქოს ჩვენი მთავრობა ვავალებთ სპეცსამსახურებს და ვეხმარებით რუსულ სანქცირებულ კომპანიებს დღემდე არც ერთი ფაქტი არ წარმოგიდგენიათ, ეს არის მტრობა ქვეყნის და სად არის თქვენი რეაქცია, სად არის თქვენი პატრიტობა?"- მიმართა ღარიბაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს.




ირაკლი ღარიბაშვილს ტელეგარმის არხით უპასუხა უკრანაის რადის ფრაქცია „ხალხის ლიდერის“ თავმჯომარემ დავით არახამიამ და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვებს „ფეიკი უწოდა“.



"პირველ რიგში არახამია ევროპაში არ ყოფილა. ამერიკაში აყალიბებდა კონცეფციას იმის შესახებ, რომ ბატონი ივანიშვილი პრორუსული განხრის ოლიგარქია, რომელსაც აქვს მარიონეტული ხელისუფელბა, რომელიც იმედს უცრუებს ქართველ ხალხს, რომელსაც სურს ევროპაში. მრავალრიცხოვანმა აქციამ, რომელიც ცოტა ხნის წინ გაიმართა, მკაფიოდ აჩვენა, რომ ქართველები ევროპის ნაწილი არიან. ყველას სურს იყოს ევროკავშირის წევრი. ჩვენ უკრაინა, უკრაინის ხელისუფლება მაქსიმალურად დავეხმარებით საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაში და გთხოვთ ყურადღებას ნუ მიაქცევთ საქართველოს მთავრობის, მათ შორის პრემიერ-მინისტრის "ფეიკებს", რომელიც ავრცელებს არასწორ ინფორმაციას ერთი ოლიგარქის შეკვეთით. ძალიან სამწუხაროა, რომ კეთიგანწყობილი ქართველი ხალხი, რომელმაც შეიკედლა ჩვენი ლტოლვილები, ბევრი ქართველი იბრძვის უკრაინის მხარეს რუსი აგრესორების წინააღმდეგ, დღეს ერთი ოლიგარის მძევალია, ამიტომ, ქარველებო გამაგრდით, ჩვენ დიდი მომავალი გველის ევროპაში“, - ამბობს დავით არახამია მიმართვაში.




დღეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციის ნაწილი მოღალატეებად გამოაცხადა და თქვა, რომ ისინი ევროპელ პოლიტიკოსებს სთხოვდნენ, არ მიეცათ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, მათ შორის ახსენა "ლელოს" წარმომადგენელი დეპუტატი სალომე სამადაშვილი.





„ქალბატონი სალომე სამადაშვილი დადიოდა პირადად ბრიუსელში და სთხოვდა, რომ არ მისცეთ კანდიდატის სტატუსი საქართველოსო. იცნობდეთ ქვეყნის მოღალატეს!“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 22 ივნისს პარლამენტში, მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას.



სამადაშვილი რეპლიკით გამოეხმაურა და პრემიერს „უსინდისო, ცრუპენტელა და მატყუარა“ უწოდა.




საქართველოში 23-24 ივნისს ელიან ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.




ევროკომისიის 17 ივნისის რეკომენდაციით, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატების სტატუსი, სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეფასდეს ქვეყნის მიერ შესაბამისი პირობების შესრულება.




ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გაწერილ პირობებს შორისაა: პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და მათი დამოუკიდებლობა, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანად გამოძიება, თავისუფალი მედიაგარემო.



რუსეთის თავდასხმის შემდეგ, საომარ მდგომარეობაში მყოფმა უკრაინამ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 28 თებერვალს წარადგინა. 3 მარტს ეს გააკეთეს საქართველომ და მოლდოვამაც.




radiotavisupleba.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up