პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ თბილისის მერობისთვის იბრძოლებს.
ამის შესახებ განცხადება ექს–პრემიერმა თბილისში, მეტეხის ტაძართან გამართულ პრეზენტაციაზე გააკეთა.
„მე, ერთი ცალკე აღებული საქართველოს მოქალაქე და თბილისელი, ყველანაირი პოლიტიკური კეკლუცობის გარეშე ვაცხადებ, რომ თქვენთან ერთად ვერთვები თბილისის მერობისთვის ბრძოლაში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
გახარიამ პრემიერის თანამდებობა და მმართველი პარტია ქართული ოცნება 18 თებერვალს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების სპეცოპერაციამდე დატოვა.
მოგვიანებით მან პარტია „საქართველოსთვის დააფუძნა.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება.