გახარიას საარჩევნო სუბიექტად ჩამოყალიბების შემდეგ კალაძის პირველი ტურში გამარჯვების შანსი შემცირდა

გახარიას საარჩევნო სუბიექტად ჩამოყალიბების შემდეგ კალაძის პირველი ტურში გამარჯვების შანსი შემცირდა

access_time2021-10-01 15:00:10

„ყველაზე მძაფრი და მასშტაბური დაპირისპირება მერობის კანდიდატებს შორის თბილისშია, ამასთანავე შედეგები სამომავლოდ ბევრი რამის განმსაზღვრელი იქნება“, -  ექსპერტმა ვახტანგ ძაბირაძე 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აფასებს. იგი ვარაუდობს, რომ ყოფილი ექსპრემიერის, გიორგი გახარიას „ქართული ოცნების“ დატოვების და დამოუკიდებელ საარჩევნო სუბიექტად ჩამოყალიბების შემდეგ კახა კალაძის პირველი ტურში გამარჯვების შანსი შემცირდა.


„მდგომარეობას რანჟირებულად რომ შევხედოთ ჯერ-ჯერობით მაინც ასე გამოიყურება კანდიდატთა რეიტინგი - კალაძე, მელია, გახარია. ეს სამეულია რომლებიც ძირითადი კანდიდატები არიან და მათ შორის იქნება რეალური და გადამწყვეტი ბრძოლა. სანამ გახარია გადაწყვეტდა თბილისის მერობას, ძალიან მაღალი იყო იმის ალბათობა რომ კალაძე პირველივე ტურში გაიმარჯვებდა, მაგრამ გახარიას ფაქტორმა ვითარება მნიშვნელოვნად შეცვალა. დიდი ალბათობაა იმის, რომ იყოს მეორე ტური. მეორე ტურში როგორც ჩანს დაპირისპირება კახა კალაძესა და მელიას შორის იქნება, თუმცა მგონია, რომ მეორე ტურში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული აქვს.

 რაც შეეხება პროპორციულ ნაწილს აქ მდგომარეობა საკმაოდ რთულია. ჯამურად მაინც შესაძლოა, რომ საკრებულო იყოს ოპოზიციური. აქ მნიშვნელოვანი როლი მაჟორიტარებს ექნებათ. თუმცა, უმრავლესობას დიდი ალბათობით ქართულ ოცნება შეინარჩუნებს. შეიძლება მათ დაჭირდეთ კოალიციაში რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფთან შესვლა, მაგრამ ეს იქნება მომავალში“, - განმარტავს ვახტანგ ძაბირაძე.

 

ვახტანგ ძაბირაძე წინასაარჩვნო რეიტინგების შეფასებისას იმ ახალ სახეებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლებიც 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას პირველად იღებენ. ერთ-ერთი ასეთი კანდიდატი, ექსპერტის თქმით, ანა დოლიძეა. მისი თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრს მაღალი ცნობადობა და საზოგადეობის კეთილგანწყობა აქვს.



„მე ვფიქრობ რომ ამ სამეულის შემდეგ ანა დოლიძე ყველაზე რეალური კანდიდატია. დოლიძეს მაღალი ცნობადობა აქვს, ნამდვილად დამოუკიდებელი კანდიდატია, ამიტომ მისადმი სიმპათიები გაცილებით დიდია ვიდრე დანარჩენი კანდიდატებისადმი, რა თქმა უნდა პირველ სამეულს არ ვგულისხმობ. მას შეიძლება პრეტენზიაც კი ჰქონდეს მესამე ადგილზე, გახარიასთან ჭიდილში. მათ შორის ძალიან დიდი სხვაობა შესაძლოა არც დაფიქსირდეს. ის საკმაოდ ცნობადი ფიგურაა არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობდა, ამერიკაში მიიღო განათლება და ყოველთვის აქტიური იყო საზოგადოებრივ ასპარეზზე. გამომდინარე აქედან ის საკმაოდ ნიჭიერი და ჩამოყალიბებული პოლიტიკოსია. მისი მინუსი არის ის, რომ მას პარტიული მხარდაჭერა არ აქვს, რადგან მისი პარტია ახალია.

რაც შეეხება ლელოს კანდიდატს ანა ბიბილაშვილს, ის პარტიული მხარდაჭერის იმედზე უნდა იყოს და ნაკლებად უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ ნეიტრალური ამომრჩეველი მხარს დაუჭერს. უცნობი კანდიდატია, ვერ მოესწრო მისი პოპულარიზება, საზოგადოებისთვის გაცნობა. ძალიან დიდმა უმრავლესობამ საერთოდ არ იცის ვინ არის. შეიძლება კარგი პროფესიონალია მაგრამ დაბალი ცნობადობა აქვს. როდესაც ცნობადობა დაბალი გაქვს შედეგიც შესაბამისი იქნება“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.


ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ 2 ოქტომბრის შემდეგ გართულებები იქნება. მისი თქმით, როგორც ხელისუფლება ასევე ოპოზიციური პარტიებიც 3 ოქტომბერზე საუბრობენ. ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში ვარაუდობს, რომ გართულებები იქნება, რისი ერთ-ერთი მიზეზიც შეიძლება საქართველოს მესამე პრეზიდენტი იყოს.


„მედიის ყურადღება და მოსახლეობის ინტერესი გადასულია ჩამოვა თუ არა სააკაშვილი. ხალხს პროცესში ჩართვის სურვილი არ აქვს, უფრო დაკვირვების და მაყურებლის პოზიციიდან ჩნდება ეს ინტერესი. სხვა შემთხვევაა, როდესაც ადამიანს მოლოდინის ინტერესი აქვს - აი რომ ჩამოვა ჩვენ დავიწყებთ, ეს ინტერესი კი საზოგადოებაში არ არის. გართულებები რა თქმა უნდა იქნება, გამოსვლებსაც ველოდები, მაგრამ თუ ხელისუფლება უფრო დაკვირვებულად და ჭკვიანურად იმუშავებს არ ველოდები, რომ პროცესი ძალიან გაიწელება. არც იმას ველოდები, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ოპოზიციის მხარდამჭერები იქნებიან. რეალურად დღეს ქვეყანაში მოთხოვნა არის სტაბილურ გარემოზე, როგორც ქვეყნის შიგნით ისე საერთაშორისო ასპარეზზე. თუ არჩევნებში კატასტროფული დარღვევები არ იქნა მაშინ ყველაფერი ჩვენი პარტნიორების მხრიდან შეფასდება კრიტიკულად, მაგრამ ხელისუფლებისთვის დადებითად“, - განმარტა ვახტანგ ძაბირაძემ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up