GDI : 2022 წელს საქართველოში გაგრძელდა ადამიანის უფლებათა დაცვის და დემოკრატიის ხარისხის გაუარესება, მზარდია ავტორიტარიზმის ნიშნები

GDI : 2022 წელს საქართველოში გაგრძელდა ადამიანის უფლებათა დაცვის და დემოკრატიის ხარისხის გაუარესება, მზარდია ავტორიტარიზმის ნიშნები

access_time2022-12-09 14:50:46

არასამთავრობო ორგანიზაციამ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით საქართველოში 2022 წელს არსებული მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარმოადგინა. ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ 2022 წელს გაგრძელდა კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების შევიწროება და მათზე ზეწოლა,  ამასთან არ გამოსწორებულა ვითარება სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის კუთხით.

 

 

 

GDI-ის შეფასებით 2022 წელს საქართველოში გაგრძელდა ადამიანის უფლებათა დაცვის და დემოკრატიის ხარისხის გაუარესება და მზარდია ავტორიტარიზმის ნიშნები.

 

 

  

2022 წელს გაგრძელდა კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების შევიწროება და მათზე ზეწოლა, რამაც კიდევ უფრო სისტემური ხასიათი მიიღო. ამ კუთხით განსაკუთრებით საგანგაშოა ტელეკომპანია მთავარი არხის დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ განხორციელებული სისხლის სამართლებრივი დევნა და პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გამამტყუნებელი განაჩენები, რომლებიც შეფასდა როგორც მედიის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული და პოლიტიკურად მოტივირებული. ამასთან, 2022 წელს საყურადღებო და მზარდი ტენდენციაა კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ცილისწამების საბაბით ხელისუფლების წარმომადგენლების ან მათთან დაკავშირებული პირების მიერ დაწყებული ე.წ. SLAPP (სტრატეგიული სარჩელები სამოქალაქო ჩართულობის წინააღმდეგ) დავები.

  

 

 

მედია ორგანიზაციების დაუბრკოლებელ საქმიანობას ასევე აფერხებს საქართველოს კომუნიკაციების კომისიის ხშირად საეჭვოდ შეფასებული გადაწყვეტილებები. კომისიის საქმიანობის ფონზე, პრობლემურია 2022 წელს „მაუწყებლობის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომლებიც ითვალისწინებს კომისიის მანდატის გაფართოებას, მისი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას,  აგრეთვე კომისიის  მიერ ზედამხედველობას პასუხის უფლებასა და სიძულვილის ენაზე.

 

  

 

გასული წლის მსგავსად, კვლავ არ განხორციელებულა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმა, შესაბამისად 2022 წელს გაგრძელდა სამართალდამცავთა მიერ ადმინისტრაციული წესით აქციის მონაწილეთა დაკავებისა და  სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული წესით მათი დასჯის პრაქტიკა ხელისუფლების კრიტიკის ჩახშობის მიზნით. შეკრების უფლების თვალსაზრისით, ხელისუფლება ასევე არ არსულებს თავის პოზიტიურ ვალდებულებას -  ეფექტიანად გამოიძიოს ამ უფლების დარღვევა, მათ შორის, 2021 წლის 5 ივლისს მომხდარი სამართალდარღვევები და დასაჯოს პასუხისმგებელი პირები.

 

  


 

2022 წელს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით გაუარესდა ფარული საგამოძიებო მოქმედებების დროს პირადი ცხოვრების უფლების დაცვის სტანდარტი. აღნიშნული განსაკუთრებით საგანგაშოა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სავარაუდო უკანონო მოსმენა-მიყურადების შესახებ 2021 წელს გავრცელებული ინფორმაციის ფონზე. ე.წ. „მოსმენების საქმის გამოძიება კი - არაეფექტიანად მიმდინარეობს.

  

 

 

თანასწორობის კუთხით, 2022 წელს ლგბტქი+ თემი კვლავ ვერ ახერხებს საჯარო სივრცეში გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებით დაუბრკოლებლად სარგებლობას სიძულვილის ჯგუფების მხირდან მუქარისა და ხელისუფლების ჰომოფობიური რიტორიკის ფონზე. ლგბტქი+ თემის წინაშე არსებულ ამ და სხვა გამოწვევებზე ასევე არ არის ყურადღება გამახვილებული ხელისუფლების მიერ  შემუშავებულ 2022-2030 წლების ადამიანის უფლებათა ეროვნულ სტრატეგიაში.

 

 

  

2022 წელს, სამწუხაროდ, არ გამოსწორებულა ვითარება სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის კუთხით. 2021 წლის 30 დეკემბერს „საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში შეტანილმა ცვლილებებმა შეასუსტა ინდივიდუალური მოსამართლეების დამოუკიდებლობის გარანტიები, ხოლო 2022 წელს კვლავ პრობლემურია მართლმსაჯულების სისტემაში ე.წ. კლანური მმართველობა -  რომელიც უპირველესად გამოიხატა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრებად და სასამართლოებში მნიშვნელოვან თანამდებობებზე ე.წ. „კლანის წევრების ან „კლანთან დაახლოებული პირების დანიშვნით.

 

  

 

სასამართლოს დამოუკიდებლობის საგანგაშოდ დაბალი ხარისხის გათვალისწინებით, არ არის გასაკვირი 2022 წელს სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების შემთხვევები. ასეთ შემთხვევებად მიიჩნევა კრიტიკული ტელეკომპანიების დამფუძნებლების, ნიკა გვარამიასა და დავით კეზერაშვილის  წინააღმდეგ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებები, ასევე სასამართლო განხილვის გაგრძელება ე.წ. „კარტოგრაფების საქმეში და მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, რომლის ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესდა პატიმრობის განმავლობაში. სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული პრაქტიკის მხრივ, ასევე აღსანიშნავია საეჭვო და დისკრიმინაციული საკადრო ცვლილებები კულტურის სფეროში.

 

 

 

 

რაც შეეხება ადამიანის უფლებების მდგომარეობის პარალელურად მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, 2022 წელს საქართველომ მიიღო არა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, არამედ სტატუსის წინაპირობების დამდგენი 12 მოთხოვნა. ხსენებული წინაპირობების შესასრულების არგუმენტით ხელისუფლებამ გადადგა გარკვეული ნაბიჯები, მაგრამ ისინი არასაკმარისია. კერძოდ, კრიტიკული შეფასებები დაიმსახურა სასამართლო რეფორმის სტრატეგიამ და სამოქმედო  გეგმამ, „დეოლიგარქიზაციის კანონპროექტმა, სსიპ „ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის შესახებ კანონპროექტმა და საარჩევნო რეფორმის შესახებ ევროკავშირის წინაპირობის შესრულების პროცესში სამოქალაქო სექტორის  ჩართულობის არასათანადოდ უზრუნველყოფამ.

 

 

  

ბოლოს, 2022 წლის მარტიდან გაუქმდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და შეიქმნა ორი ახალი ორგანო (სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურები) 2021 წლის 30 დეკემბერს დაჩქარებულად მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე. აღნიშნული ცვლილებების როგორც შინაარსობრივი მხარე, ისე შემუშავებისა და მიღების პროცესი უარყოფითად შეაფასეს ადგილობრივმა და საერთაშორისო აქტორებმა.

 

  

 

ზემოაღნიშნული მოვლენებიდან გამომდინარე, 2022 წელს საქართველოში გაგრძელდა ადამიანის უფლებათა დაცვის და დემოკრატიის ხარისხის გაუარესება, მზარდია ავტორიტარიზმის ნიშნები. ეროვნული მდგომარეობის რეგრესს მიუთითებს ისიც, რომ საქართველომ ვერ მიიღო ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი, რომელიც  დიდწილად ქვეყანაში  სწორედ ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხსა და სტაბილური დემოკრატიის მაღალ სტანდარტზეა დამოკიდებული.



ხსენებული უკუსვლა განსაკუთრებით საგანგაშოა მსოფლიოში დემოკრატიის წინააღმდეგ ავტოკრატიის მზარდი ტენდენციის ფონზე. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომი და  საქართველოში ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებების თანხვედრა რუსულ ნარატივებთან.

 


მსოფლიოს უსაფრთხოების არქიტექტურის მასშტაბური ცვლილების ფონზე, საქართველოს შიგნით მიმდინარე პროცესები განსაკუთრებულ ყურადღებას და ძალისხმევას მოითხოვს, რათა საქართველომ არ დაკარგოს შესაძლებლობა იყოს უსაფრთხო, სტაბილური და ეკონომიკურად ძლიერი დასავლური სამყაროს ნაწილი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up