გენერალური პროკურატურა თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე, რომელზეც გიგი უგულავას სამი წლითა და ორი თვით პატიმრობა შეეფარდა, ინფორმაციას ავრცელებს

გენერალური პროკურატურა თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე, რომელზეც გიგი უგულავას სამი წლითა და ორი თვით პატიმრობა შეეფარდა, ინფორმაციას ავრცელებს

access_time2020-02-10 19:57:58

საქართველოს გენერალური პროკურატურა ე.წ. თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე, რომელზეც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილ მერს, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერ გიგი უგულავას სამი წლითა და ორი თვით პატიმრობა შეუფარდა, ინფორმაციას ავრცელებს.

 

„საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი ე.წ. „თბილისის განვითარების ფონდის“ საქმეზე და გ.ს. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (გაფლანგვა, ესე იგი პირის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში მყოფი სხვისი ნივთის დიდი ოდენობით გაფლანგვა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა რვა წლით თავისუფლების აღკვეთა. 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი განახევრდა და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

გ.უ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა. 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი განახევრდა და სასჯელის უკვე მოხდილი ნაწილის გათვალისწინებით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა სამი წლით, ორი თვითა და რვა დღით თავისუფლების აღკვეთა.

 

დ.ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა. 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი განახევრდა და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა სამი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

ა.თ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა. 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი განახევრდა და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა სამი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

დ.ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა. 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი განახევრდა და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა სამი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა.


 

საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში ქ.თბილისის მერმა – თბილისის მთავრობის თავმჯდომარემ და ამავდროულად მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ – გ.უ.-მ, ააიპ „თბილისის განვითარების ფონდის“ თავმჯდომარემ – გ.ს.-მ, ქ. თბილისის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსმა – ა.თ.-მ, რომელიც ამავდროულად იყო მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქ. თბილისის საორგანიზაციო მდივანი, ქ. თბილისის მერის მოადგილემ – დ.ა.-მ და ძველი თბილისის რაიონის გამგებელმა, ფონდის გამგეობის წევრმა და ამავდროულად მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მთაწმინდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ – დ.ა.-მ, 2011 წელს შექმნეს ორგანიზებული ჯგუფი. მათ წინასწარ შეიმუშავეს საბიუჯეტო სახსრების გასაფლანგად დანაშაულებრივი სქემა და გაინაწილეს როლები, რისთვისაც იყენებდნენ სამსახურებრივ მდგომარეობას. აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში მათ დახმარებას უწევდა ძველი თბილისის რაიონის გამგებლის მოადგილე და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მთაწმინდის რაიონული ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი – დ.ჩ.

 

დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, 2011 წლის ნოემბრიდან 2012 წლის 3 ოქტომბრის ჩათვლით, გ.უ.-ს ორგანიზებით გ.ს-ს, დ.ა.-ს, დ.ა.-ს, ა.თ.-ს მონაწილეობით და დ.ჩ-ს დახმარებით, აიპ „თბილისის განვითარების ფონდის“ სახსრებით მართლსაწინააღმდეგოდ დაფინანსდა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანია, პარტიის ლიდერების შეხვედრები მხარდამჭერებთან და გადახდილი იქნა პარტიული აქტივის ხელფასები. გაწეულ ხარჯს შეხება არ ჰქონდა ფონდის საქმიანობასთან. მთლიანობაში, ხსენებულ პირთა მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად, მართლსაწინააღმდეგოდ გაიფლანგა დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრები 48 180 960 ლარის ოდენობით.

 

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების სასარგებლოდ ააიპ „თბილისის განვითარების ფონდის“ კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის საქმეზე გ.უ.-ს, დ.ა.-ს, გ.ს.-სა და დ.ა.-ს ბრალი ედებოდათ სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით; ა. თ.-ს – სსკ-ის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით; დ.ჩ.-ს – სსკ-ის 25,182-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.

 

2018 წლის 28 თებერვალს ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეზე მოსამართლე მაია შოშიაშვილმა გამოიტანა განაჩენი, რომლის მიხედვითაც: გ.უ.-ს, დ.ა.-ს, დ.ა.-ს და ა.თ.-ს ქმედება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილზე, ხოლო გ.ს. ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. დ.ჩ. წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.

 

ბრალდებულებს ამნისტიის გამოყენებით საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრათ: გ.უ.-ს – ერთი წლისა და სამი თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, დ.ა.-ს, დ.ა.-ს, ა.თ.-ს – ერთი წლის და ორი თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალათ პირობითად, ხოლო გ.ს.-ს – რვა წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

 

გ.უ.-ს, დ.ა.-ს, დ.ა.-ს, ა.თ.-სა და გ.ს.-ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებიათ და არ მოუთხოვიათ გამართლება წარდგენილ ბრალდებაში.

 

რადგან გამოძიების ეტაპზე ბრალდების მხარის მიერ ბრალდებულთა ქმედება დაკვალიფიცირდა გაფლანგვით, ხსენებული გადაწყვეტილება კვალიფიკაციის ნაწილში ბრალდების მხარის მიერ გასაჩივრებული იქნა სააპელაციო წესით, თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 10 დეკემბრის განაჩენით, უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი.

 

სახელმწიფო ბრალდებამ მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 10 დეკემბრის განაჩენი არის უკანონო, მსჯავრდებულთა ქმედებას მიეცა არასწორი კვალიფიკაცია და 2019 წლის 9 იანვარს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა უზენაეს სასამართლოში“, – ნათქვამია საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებაში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up