გია ვოლსკი - ჩვენი წინადადებები არის სამართლიანი და ჭკუასთან ახლოს - მეტი კონსულტაციებია საჭირო ოპოზიციასთან, რათა როგორმე გავცდეთ და გადავაბიჯოთ ულტიმატუმის ენას

გია ვოლსკი - ჩვენი წინადადებები არის სამართლიანი და ჭკუასთან ახლოს - მეტი კონსულტაციებია საჭირო ოპოზიციასთან, რათა როგორმე გავცდეთ და გადავაბიჯოთ ულტიმატუმის ენას

access_time2021-03-15 17:20:00

მეტი კონსულტაციებია საჭირო ოპოზიციასთან, რათა როგორმე გავცდეთ და გადავაბიჯოთ ულტიმატუმის ენას, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან 14 მარტს გამართულ შეხვედრებს გამოეხმაურა.


რაც შეეხება ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებას, როგორც ვოლსკი აღნიშნავს, „კონსულტაციები და მოლაპარაკებები ხანდახან ითვალისწინებს დროებით შეწყვეტას, გადადებას, ან გაგრძელებას და ერთ ჯგუფთან მეტ საუბარს.“


"ჩვენი წინადადებები არის სამართლიანი, ჭკუასთან ახლოს და იმ ინტერესებზე ორიენტირებული, რაც გააჩნია არა მარტო მოსახლეობას, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობას. მეტი კონსულტაციები საჭირო ოპოზიციასთან, რათა როგორმე გავცდეთ და ულტიმატუმის ენას გადავაბიჯოთ. არა მხოლოდ ევროკავშირია დაინტერესებული თავისი ასოცირებული წევრის პრობლემის მოგვარებაში, არამედ მსოფლიოს პოლიტიკური ელიტა არის დაინტერესებული იმაში, რომ საქართველოში სტაბილურობა შედგეს. დასავლელი პარტნიორების ინტერესია, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში ისეთი მოკავშირე ჰყავდეთ, სადაც სტაბილურობა არის გარანტირებული,“- აცხადებს ვოლსკი.



ის ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის განცხადებებს „მაგიდის აყირავების“ შესახებ და აღნიშნა, რომ პროპაგანდისთვის ეს განცხადებები, შესაძლოა, უკეთ ჟღერდეს „ნაციობალური მოძრაობისთვის“.


„მოლაპარაკების პროცესში მუშტების ქნევა არასწორია. შეიძლება ჩემი პირადი დამოკიდებულებაა ამასთან დაკავშირებით ასეთი. პროპაგანდისტურად შეიძლება უკეთესი იყოს იძახო - „მაგიდის აყირავება, გადმოყირავება, დესტრუქცია“, მაგრამ ეს არის ის, რაც აინტერესებს “ნაციონალურ მოძრაობას” და მის გარშემო შეკრებილ კლასტერს. ეს იყო და გავიარეთ, ამ თემაზე ვისაუბრეთ, დღეს მოლაპარაკების მაგიდასთან ვსხედვართ. რაც არ უნდა დაპირისპირებული ვიყოთ, ეს ეხება ჩვენს მომავალ თაობას, საქართველოს მომავალს. აქედან გამომდინარეობს ის პასუხისმგებლობა, რაც გამოხატეს გინდა კობახიძემ, გინდა თალაკვაძემ“, - განაცხადა ვოლსკიმ.


IPN.GE




თეგები:
გია ვოლსკი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up