გია ვოლსკი -კრემლის წარმომადგენლებმა აჟიოტაჟი ატეხეს, რომ საქართველოში ტურისტებისთვის საშიში გარემოა

გია ვოლსკი -კრემლის წარმომადგენლებმა აჟიოტაჟი ატეხეს, რომ საქართველოში ტურისტებისთვის საშიში გარემოა

access_time2021-04-01 16:50:00

კრემლის წარმომადგენლებმა აჟიოტაჟი ატეხეს, რომ საქართველოში ტურისტებისთვის საშიში გარემოა - პრობლემების შექმნაზეა ორიენტირებული „ნაცმოძრაობის“ მთელი ეს აქტივი,- ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერისა და მისი სტუმრების საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით ქართული საზოგადოების ნაწილისგან გამოხატულ პროტესტზე კრემლში გაკეთებულ განცხადებებს.



ვოლსკი აცხადებს, რომ კონკრეტული პოლიტიკური ძალები „ვითომდა პატრიოტული მოტივებით“ საქართველოს აზიანებენ.



„განცხადება გააკეთეს კრემლის წარმომადგენლებმა, მთავრობამ და უშველებელი აჟიოტაჟი ატეხეს, რომ საქართველოში არა მხოლოდ რუსი ტურისტებისთვის, არამედ საერთოდ ტურისტებისთვის საშიში გარემოა, ექსტრემისულ ჯგუფებს აქვთ უპირატესობა და ისინი მართავენ პროცესებს საქართველოში. იმდენად შეხმატკბილებულია ეს ქმედება და შემდეგ ამ ქმედებაზე რეაგირება, რომ ეს გვაფიქრებინებს ეკონომიკური მდგომარეობის, დაძაბულობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და საერთოდ პრობლემების შექმნაზეა ორიენტირებული „ნაცმოძრაობის“ მთელი ეს აქტივი. ეს ყველაფერი არის პროვოკაციის და საქართველოს დაზიანების მიზნით გადადგმული ნაბიჯები, ვითომდა პატრიოტული მოტივებით,“- განაცხადა ვოლსკიმ.



მისივე თქმით, ზოგიერთი მედია ცდილობს პესკოვისა და ღარიბაშვილის განცხადებებში თანხვედრა იპოვონ.




„კონკრეტული პოლიტიკური ძალის დაქვემდებარებული მედიასაშუალებები, მათ შორის, დამფუძნებელი ვისაც ჰყავს, ადამიანი, ვინც ბრძოლის ველზე მიატოვა ჯარისკაცების ცხედრები, რუსეთს ჩააბარა ტერიტორია და საქართველოს თავდაცვის მინისტრი იყო, დღეს იმის მედია აქტიურია და ვითომ პესკოვის და ღარიბაშვილის განცხადებებში თანხვედრა და სინერგია დაინახეს, ამ დროს ვერ ხედავს იმ სინერგიას, რასაც ჰქვია პროვოკაცია და შესაბამისად, რუსეთის აქტი იმ განცხადებებისა, რომელიც ტურისტების საქართველოში შემოდინებას გადაუდგა წინ,“ - განაცხადა ვოლსკიმ.



რაც შეეხება პოზნერის განცხადებას, რომ ისინი არავის დაუჯარიმებია, ვოლსკის თქმით, შსს-მ უკვე გამოაქვეყნა დაჯარიმების ოქმები.



„შსს- მ გამოაქვეყნა საბუთები დაჯარიმების თაობაზე და დაჯარიმება არ არის აქ მთავარი, აქ მთავარია ანტისახელმწიფოებრივი დამოკიდებულება იმის გამოყენებით, რასაც პოზნერის ოდესღაც გაკეთებული განცხადება ჰქვია. ნებისმიერი პირი ვინც გააკეთებს ჩემი ქვეყნის საწინააღმდეგო განცხადებას, არათუ მიუღებელია ჩემთვის, მეტიც, პიროვნული დამოკიდებულება მაქვს მასთან არასატელევიზიო და მედიისთვის გაუგონარი შინაგანი განწყობა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყანას უნდა ესროლო მუდმივად და ამაზე გქონდეს ორიენტირებული შენი მედიასაშუალება“, - განაცხადა ვოლსკიმ.



IPN.GE





თეგები:
გია ვოლსკი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up