გია ვოლსკი - ვიდრე ორივე მხარეს დაბალანსებულად არ მიუთითებ შეცდომას, გადაცდომას, იქამდე საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლის განცხადებას ეფექტი არ ექნება

გია ვოლსკი - ვიდრე ორივე მხარეს დაბალანსებულად არ მიუთითებ შეცდომას, გადაცდომას, იქამდე საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლის განცხადებას ეფექტი არ ექნება

access_time2021-10-06 17:20:00

სანამ ორივე მხარეს დაბალანსებულად არ მიუთითებ შეცდომას, გადაცდომას, იქამდე საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლის განცხადებას ეფექტი არ ექნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ევროპარლამენტარების განცხადების შეფასებისას აღნიშნა.


გია ვოლსკი ასევე გაიხსენა მელია-კობახიძის დაპირისპირება არჩევნების წინ და აღნიშნა ევროკავშირის ელჩის განცხადებაც ამასთან დაკავშირებით სწორი არ იყო, რადგან მან კობახიძის ბრალეულობაზე მიანიშნა.


"რაღაც ფაქტები იყო ზეწოლად დასახელებული, რომელზეც გამოძიებაც მიმდინარეობს და მედიის ზედამხედველობაც. 110 შემთხვევა იყო ასეთი დასახელებული, მაგრამ შაჰინმაც და სხვებმაც უნდა გაითვალისწინონ, რომ გახარიას პარტიის მიტოვება ადამიანების მიერ განპირობებული იყო იმ გაწბილებით, რომელიც გამოიწვია იმ პოლიტიკის აშკარა განვითარებამ, რაც გახარიას ჰქონდა. რაც შეეხება თავდასხმებს, „ნაცმოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარე თავს დაესხა "ქართული ოცნების" პარტიის თავმჯდომარეს და ეს ევროკავშირის ელჩმა გამოაცხადა როგორც ურთიერთშელაპარაკება და მადლობა გადაუხადა კობახიძეს მოხდილი ბოდიშისთვის, ანუ მიუთითა, რომ მისგან მოდიოდა აგრესია, რაც ასევე არასწორია. სანამ ორივე მხარეს დაბალანსებულად არ მიუთითებ შეცდომას, გადაცდომას, იქამდე ვფიქრობ საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლის განცხადებას ეფექტი არ ექნება. აქედან გამომდინარე, პოზიტიურია და კარგად არის შესაფასებელი ევროკავშირის განცხადება, რომელიც ბალანსსაც იცავს და საკმაოდ მკაცრია გადაცდომებზე, რომლის ორგანიზებაც ხდებოდა ჩვენს თვალწინ,"- განაცხადა ვოლსკიმ.



„გვსურს ვაღიაროთ, რომ საქართველომ, ევროკავშირის მნიშვნელოვანმა პარტნიორმა, ჩაატარა კონკურენტული და კარგად მართული ადგილობრივი არჩევნების პირველი ტური 2 ოქტომბერს, მიუხედავად უკიდურესად პოლარიზებული პოლიტიკური გარემოსა და რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციისა“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარების, მარინა კალიურანდის, სვენ მიქსერისა ვიოლა ფონ კრამონის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.


ევროპარლამენტარები ხაზს უსვამენ, რომ წინასაარჩევნო გარემო არ უზრუნველყოფდა თანაბარ პირობებს კონკურენტი მხარეებისა და კანდიდატებისთვის.


ipn.ge




თეგები:
გია ვოლსკი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up