გია ხუხაშვილი - ევროკომისიის კრიტიკულმა შეფასებამ შეიძლება „დომინოს პრინციპით“ იმოქმედოს - თუ შენ ევროკავშირი ტრანშს გიჩერებს, ეს სიგნალია ინვესტორებისთვის, რომ უნდა შეწყვიტოს ეკონომიკური აქტივობა

გია ხუხაშვილი - ევროკომისიის კრიტიკულმა შეფასებამ შეიძლება „დომინოს პრინციპით“ იმოქმედოს - თუ შენ ევროკავშირი ტრანშს გიჩერებს, ეს სიგნალია ინვესტორებისთვის, რომ უნდა შეწყვიტოს ეკონომიკური აქტივობა

access_time2021-07-14 16:20:00

ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებით, ევროკომისიის კრიტიკულმა შეფასებამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით, შესაძლოა, „დომინოს პრინციპით“ იმოქმედოს და საფრთხე შეუქმნას არა მხოლოდ ევროკავშირის პროგრამით გათვალისწინებული მაკრო-ფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გადმორიცხვას, არამედ უცხოურ ინვესტიციებსაც.


როგორც ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, საქართველოსთვის მსგავსი სანქციის დაწესება ინვესტორებისთვის რისკის ზონაში შესვლაა.


„თავისთავად ეს ტრანში ფინანსურად იმდენად მნიშვნელოვანი შეიძლება არ იყოს, მაგრამ ტრანშის შეჩერებას, სრულად შეწყვეტას, ან დახმარებასთან დაკავშირებით კითხვების გაჩენას აქვს ე.წ. დომინოს ეფექტი. როგორც კი ასეთი რამ ხდება, ეს არის ნიშანი ნებისმიერი სხვა ტიპის დახმარებისთვის, ინვესტორებისთვის. თუ შენ ევროკავშირი გიჩერებს ტრანშს, ეს არის სიგნალი ნებისმიერი დასავლელი ინვესტორისთვის, რომ საქართველოში უნდა შეწყვიტოს ნებისმიერი ეკონომიკური აქტივობა. ტრანშის შეწყვეტა რომც მოხდეს, ეს არ იქნება დიდი უბედურება იმიტომ, რომ შეიძლება არცთუ ისე დიდ თანხაზე იყოს საუბარი, მაგრამ „დომინოს ეფექტი“ იქნება ძალიან მძიმე ისედაც საკმაოდ მძიმე ეკონომიკურ ვითარებაში, რაშიც ვართ. ახლა კიდევ უფრო გართულდება მდგომარეობა. გასაგებია ევროკომისიის მოსაზრება, რომ ეს არის ევროპული გარანტიით დადებული შეთანხმება, ანუ ევროპა ცალსახად თვლის, რომს საქართველოს ხელისუფლებამ მოსამართლეებთან დაკავშირებით დაარღვია შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი და ამაზე რეაგირებენ, მაგრამ მდგომარეობის კიდევ უფრო გართულების საფუძველი ჩნდება 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენებით. ეს კიდევ ერთი ლურსმანია ამ პრობლემების გამწვავებაში.


ეს იმოქმედებს არა მხოლოდ ამერიკის შერთებულ შტატებზე, არამედ აზიელ ინვესტორებზეც და ნებისმიერ სხვა ინვესტორზეც. აზიელმა ინვესტორმა, იაპონელი იქნება ჩინელი თუ სხვა, ძალიან კარგად იცის, რომ როცა ასეთი სანქციების ქვეშ აღმოჩნდები, ეს მათთვისაც ირიბად არის რისკის ზონაში შესვლა. როცა ვსაუბრობ ინვესტიციების გაპრობლემებაზე, ვსაუბრობ გლობალურ გაპრობლემებაზე და არა მხოლოდ ევროკავშირიდან ინვესტიციებზე“, - განაცხადა ხუხაშვილმა.



ამასთან, გია ხუხაშვილის მოსაზრებით, ხელისუფლებას მიაჩნია, რომ მოსამართლეებთან დაკავშირებული პრობლემა უფრო სერიოზულია, ვიდრე ევროპული მხარის გადაწყვეტილებები.


„ნაწილობრივ ტესტავს ხელისუფლება ამ ნაბიჯებით, მაგრამ მეორე მხრივ, ხელისუფლება მძევალია იმ მანკიერი სისტემის, რომელსაც თავად აყალიბებს წლების განმავლობაში. ხელისუფლებას, სანამ ამ ხელშეკრულებას გააფორმებდა, მანამდე კონტრაქტი აქვს გაფორმებული „კოლექტიურ მურუსიძესთან“, რომლის პირობებიც ასეთია - ეს ხალხი ეუბნება ხელისუფლებას, რომ შეასრულებს ნებისმიერ პოლიტიკურ დაკვეთას და ჩვენ ამის არაერთი ფაქტი ვნახეთ, ამის სანაცვლოდ სასამართლოში მყარი პოზიციები უნდა მქონდეს რომ მოგემსახურო, მითუმეტეს, რომ ახლა არჩევნები მოდის. მოსამართლეებთან დაკავშირებული პრობლემა მიაჩნიათ, რომ უფრო სერრიოზულია, ვიდრე ევროპული მხარის გადაწყვეტილებები, რადგან მიაჩნიათ, რომ ევროპელებს აქედან „დააბოლებენ“ და რაღაცნაირად გადააგორებენ; მოსამართლეები კი, მათი პირდაპირი საფრთხეა“, - აღნიშნა ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.


ცნობისთვის, ევროკომისის პრესსპიკერმა დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მოსამართლეების არჩევა ხელისუფლებისთვის დაკარგული შესაძლებლობაა სასამართლოს რეფორმის მიმართ ერთგულების დამტკიცებისთვის. ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ ნაბიჯმა შეიძლება მაკრო-ფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფაზე უარყოფითად იმოქმედოს.


IPN.GE







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up