გია ხუხაშვილი - ირაკლი ღარიბაშვილი ეფარება პატრიარქს, აბა მე და პატრიარქს ერთად ვინ მოგვერევაო - ისევ ცდილობს, რომ ითამაშოს მოსახლეობის რელიგიურ გრძნობებზე და ამით გავიდეს ფონს

გია ხუხაშვილი - ირაკლი ღარიბაშვილი ეფარება პატრიარქს, აბა მე და პატრიარქს ერთად ვინ მოგვერევაო - ისევ ცდილობს, რომ ითამაშოს მოსახლეობის რელიგიურ გრძნობებზე და ამით გავიდეს ფონს

access_time2021-07-12 14:40:00

ეფარება პატრიარქს - აბა მე და პატრიარქს ერთად ვინ მოგვერევა. ისევ ცდილობს, რომ ითამაშოს მოსახლეობის რელიგიურ გრძნობებზე და ამით გავიდეს ფონს, - ასე გამოეხმაურა პოლიტიკური ექსპერტი, გია ხუხაშვილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.


ხუხაშვილის შეფასებით, პრემიერი ურთიერთწინააღმდეგობრივ განცხადებებს აკეთებს.


„ამაზე კომენტარის გაკეთება უკვე შეუძლებელია. რასაც ის საუბრობს, ეს არის ლოგიკური აჯაფსანდალი, ლოგიკური აბსურდი. ურთიერთწინააღმდეგობრივ განცხადებებს აკეთებს. როდესაც აბსურდულად, ალოგიკურად სპეკულირებენ, სახიფათოა სახელმწიფოსთვის. სახიფათო და სამწუხაროა, რომ ასეთ რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნით მთელი საზოგადოება.


ეს არის შეშინებული ადამიანის ლოგიკა, რომელიც თავდაცვის, გადარჩენის ერთადერთ საშუალებად ძალაუფლების შენარჩუნებას თვლის და ნებისმიერი ამორალური მეთოდით ძალაუფლებას ეპოტინება. ერთის მხრივ ის ამბობს, რომ ცემა-ტყეპა სააკაშვილის მიერ იყო ორგანიზებული, რაც სრული აბსურდია. ძალიან ავადმყოფური ფანტაზია უნდა გქონდეს, რომ ეს ყველაფერი დააკავშირო. მეორეს მხრივ, ამ ჯგუფებს იცავს და მათ ქართველ ხალხად მოიხსენიებს და ამბობს, რომ ქართველ ხალხს ხომ არ დავუპირისპირდებოდით, რითაც ფაქტობრივად აღიარებს, რომ საპოლიციო ძალებს ჰქონდათ მითითება მიცემული, რომ რეაგირება არ ჰქონოდათ ამ ცემა-ტყეპაზე.



მერე საუბრობს, რომ თურმე პოლიტიკური მიზნებით ადამიანის გარდაცვალების გამოყენება ცუდია. ამ დროს თვითონ აძლევს მითითებას შსს-ს, რომ ამორალურად მოხდეს ამ ადამიანის დისკრედიტაცია, რომ თურმე ის პატრულმა დააჯარიმა და წარსული ამოუყარეს. ანუ, ეს არის ძალიან ბინძური აჯაფსანდალი, მიედმოედება და ფაქტობრივად, ის ყველაზე ბნელ გრძნობებზე ცდილობს ითამაშოს.


ადრეც ვთქვი და გავიმეორებ, რომ ის ფსონს ჩამოდის ოქლოკრატიაზე, ანუ ბრბოს ძალაუფლებაზე. ის აპელირებს ბრბოზე. არა ადამიანებზე, არა პიროვნებაზე, არა მოქალაქეზე, არამედ ბრბოზე. ცდილობს, რომ გააღვიძოს ბრბოს ყველაზე ქვედა გრძნობები და ამ ბრბოთი მართოს სახელმწიფო, მეტი არგუმენტი მას არ აქვს“, - განაცხადა ხუხაშვილმა.


IPN.GE






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up