გია ხუხაშვილი - კობახიძე სტრასბურგში რატომ წავიდა? მთელ ამ მარაზმზე, მას დაეკისრა პასუხისმგებლობა - „ოცნება“ საქართველოში მგელივით რომ იქცეოდა, ახლა შეეცდება, ევროპაში კრავის ქურქი გადაიცვას

გია ხუხაშვილი - კობახიძე სტრასბურგში რატომ წავიდა? მთელ ამ მარაზმზე, მას დაეკისრა პასუხისმგებლობა - „ოცნება“ საქართველოში მგელივით რომ იქცეოდა, ახლა შეეცდება, ევროპაში კრავის ქურქი გადაიცვას

access_time2021-11-23 13:00:00

„ქართული ოცნება“ საქართველოში მგელივით რომ იქცეოდა, ახლა შეეცდება, რომ ევროპაში კრავის ქურქი გადაიცვას, ამას ემსახურება მათი სტარსბურგში ვიზიტიც, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და სხვა წევრების სტრასბურგში ვიზიტის შეფასებისას განუცხადა.



როგორც ხუხაშვილი ამბობს, ვიზიტის მიზანია მმართველმა პარტიამ ევროპას საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე თავისი ვერსია შესთავაზოს და დაარწმუნოს ამაში.



„მე ვფიქრობ, სტრასბურგში „ქართული ოცნების“ წევრები შეეცდებიან თავისი ვერსიებით რაღაცნაირად გამოასწორონ ის ძალიან სერიოზულად შერყეული რეპუტაცია. ჩავლენ და შეეცდებიან, რომ ევროპა დაარწმუნონ შეთქმულების თეორიებში. ცნობილი დემაგოგი კობახიძე რატომ წავიდა? - იმიტომ, რომ მას ხელისუფლების შიგნით მთელ ამ მარაზმზე, რაც ამ ორი თვის განმავლობაში ხდებოდა, პასუხისმგებლობა დაეკისრა. შესაბამისად, ის შეეცდება, რომ ეს ყველაფერი გამოასწოროს. გარკვეულწილად, ევროპას თავისი ვერსია შესთავაზოს. რამდენად დამაჯერებელი იქნება, გამიჭირდება ამის თქმა, ძალიან რთული იქნება მისთვის ევროპარლამენტარების დარწმუნება, რომ აქ დემოკრატიასთან დაკავშირებით ყველაფერი წესრიგშია და არც სააკაშვილის ირგვლივ პოლიტიკური არაფერი ხდებოდა და ეს მხოლოდ მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარეობდა. მაგრამ სხვა რა გზაა, უნდა წავიდეს და მცდელობა მაინც უნდა ჰქონდეს, შედეგებს ვნახავთ. მე ვფიქრობ, რომ ეს უფრო „ქართული ოცნების“ ინიციატივა იქნებოდა. „ქართული ოცნება“ მგელივით რომ იქცეოდა საქრთველოში, ახლა შეეცდება, რომ ევროპაში კრავის ქურქი გადაიცვას, ამას ემსახურება ეს ყველაფერი. დაუჯერებენ თუ არა, ვნახოთ.




რაც შეეხება იმას, უკავშირდება თუ არა სტრასბურგის სასამართლოს ხვალ მისაღებ გადაწყვეტილებას, არ მგონია, რომ ვინმეს „ქართულ ოცნებაში“ იმის ილუზია ჰქოდეს, სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მათი ვიზიტი რაღაცნაირად იმოქმედებს. ასე ვერ იქნება. არ მგონია, რომ ამის ილუზია ჰქონდეთ, მაგრამ თავისთავად ის, რომ შეეცდებიან თავისი შერყეული რეპუტაცია გამოასწორონ, თავისი ვერსიებით, ეს ფაქტია. ჩემია აზრით, ვიზიტის მიზანიც ესაა. როგორც ამბობენ, ვიზიტისას მიხეილ სააკაშვილზე საუბარი „ალბათ“ იქნება კი არა, ვიზიტის მიზანიც ესაა. ერთია, არჩევნების თემა, მაგრამ მთავარი საკითხი იქნება მიხეილ სააკაშვილი. ორი თვე ჩვენ დილას სააკაშვილით ვიღვიძებდით და საღამოს სააკაშვილით ვიძინებდით. ბუნებრივია, რომ საააკაშვილზე, მის ბედზე კი არა, მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე იქნება საუბარი,“- განაცხადა გია ხუხაშვილმა.



ცნობისთვის, მმართველი გუნდის წევრები სტრასბურგში გაემგზავრნენ. ვიზიტის ფარგლებში ისინი ევროპარლამენტარებს შეხვდებიან. როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრებზე საუბარი „ალბათ“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხსაც შეეხება, თუმცა მათი მთავარი ამოცანაა, პარტნიორებამდე ქვეყნის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებული გზავნილები მიიტანონ.


IPN.GE







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up