გია ხუხაშვილი - ოპოზიციას თუ უნდა კოორდინაცია, სჯობს ახლა კი არ ისაუბრონ ერთიან კანდიდატზე, რაც წამგებიანი იქნება, არამედ ისაუბროს იმაზე, რომ მეორე ტურში მოხდეს ფინალში გასული კანდიდატის მხარდაჭერა

გია ხუხაშვილი - ოპოზიციას თუ უნდა კოორდინაცია, სჯობს ახლა კი არ ისაუბრონ ერთიან კანდიდატზე, რაც წამგებიანი იქნება, არამედ ისაუბროს იმაზე, რომ მეორე ტურში მოხდეს ფინალში გასული კანდიდატის მხარდაჭერა

access_time2021-05-19 16:20:00

თუ გიორგი გახარია ნორმალურად წარმართავს ყველაფერს და გაუძლებს იმ ცეცხლს, რომელიც ხელისუფლების და ასევე, ოპოზიციის მხრიდან გაიხსნება მის მიმართ, მაშინ მას შეუძლია საკმაოდ სერიოზული შედეგი აჩვენოს, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ თბილისის მერობის არჩევნებში ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით განაცხადა.


მისივე თქმით, გიორგი გახარიას თბილისის მერობის კანდიდატად წარდგენა ლოგიკას მოკლებული არ არის.


„გიორგი გახარიას მხრიდან კანდიდატურის დაყენება არ იქნება შეცდომა, რადგან ეს არის ახლად ფორმირებადი პარტიული წარმონაქმნი, რომელსაც ამ ეტაპზე არამგონია, რომ პრეტენზია ჰქონდეს ნაციონალური მასშტაბით გასვლაზე, უფრო წერტილოვანი პროექტები უნდა აიღოს და წერტილოვან პროექტებში უნდა აჩვენოს რაღაც შედეგი იმიტომ, რომ ინფრასტრუქტურის გაშლა მათთვის ძალიან რთული იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამიტომ, მათ უნდა აიღონ რამდენიმე ქალაქი, რამდენიმე პროექტი და კონცენტრირებული აქტივობა აჩვენონ. შესაბამისად, გახარიას თბილისის მერად წარდგენაში მიმაჩნია, რომ არის გარკვეული ლოგიკა. მას შედეგი ექნება თუ სწორად შემოვიდა პოლიტიკაში, თუ ის ნორმალურად წარმართავს ყველაფერს და გაუძლებს იმ ცეცხლს, რომელიც ორივე მხრიდან, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მხრიდან გაიხსნება მის მიმართ. მაშინ მას შეუძლია აჩვენოს საკმაოდ სერიოზული შედეგი“, - განაცხადა ხუხაშვილმა.


ამასთან, პოლიტოლოგმა ოპოზიციის სავარაუდო კანდიდატებიც შეაფასა და განმარტა, რომ ოპოზიციამ არ უნდა ისაუბროს ერთიან კანდიდატზე, რადგან ეს მათთვის წამგებიანი იქნება.



მისივე თქმით, მაღალი ალბათობით მეორე ტური იქნება და სწორედ ამიტომ, ოპოზიციამ ფინალში გასული კანდიდატის მხარდაჭერაზე უნდა ისაუბროს.


„ოფიციალური განაცხადი არავის გაუკეთებია, ერთადერთი ვინც ამაზე ხმამაღლა საუბრობს არის ზურაბ ჯაფარიძე, მაგრამ აქაც გარკვეული სიმსუბუქე შეიმჩნევა იმიტომ, რომ ზურაბ ჯაფარიძეს ესმის, რომ ის ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი ვერ გახდება, მაგრამ მორიგ ეპატაჟთან გვაქვს საქმე და მეტი არაფერი.


მე ვფიქრობ, კარგი იქნება, რომ ბევრი კანდიდატი იყოს წარმოდგენილი თავიდან იმისათვის, რომ გამოიკვეთოს ორი ლიდერი, რადგან მაღალი ალბათობით ჩვენ გვექნება მეორე ტური ამ არჩევნებზე და ოპოზიციას თუ უნდა რაიმე კოორდინაცია, ჯობია ახლა კი არ ისაუბრონ ერთიან კანდიდატზე, რაც წამგებიანი იქნება, არამედ ისაუბროს იმაზე, რომ უკვე მეორე ტურში მოხდეს მხარდაჭერა ფინალში გასული კანდიდატის - ეს არის ალბათ ყველაზე სწორი და ჯანსაღი ფორმულა ორი მიზეზის გამო. პირველი - იმიტომ, რომ წინასწარ ერთმანეთის დაჭმა, ვინ იქნება ერთიანი კანდიდატი, არ იქნება სწორი და ეს დაძაბავს მათ შორის ურთიერთობებს და მეორე მიზეზი გახლავთ ის, რომ ეს ერთიანი კანდიდატი ვერ მოიცავს ყველა პარტიის გემოვნებას.


შესაბამისად, არითმეტიკულად იმისათვის, რომ მიღწეული იყოს მეორე ტურის ამოცანა, ჯობია, რომ პირველ ტურში ფრონტი იყოს მაქსიმალურად გაშლილი და უკვე მეორე ტურში შეუძლიათ გარკვეულწილად მოახდინონ ამომრჩევლის მაქსიმალური კოორდინაცია. დღეს საუბარი ერთიან კანდიდატზე არის მხოლოდ და მხოლოდ დამაზიანებელი და მეტი არაფერი, მითუმეტეს მელიას კანდიდატურა ძალიან უცნაური იქნება იმიტომ, რომ თუ ეს პარტია თვლის, რომ ის არის ყველაზე მსხვილი პარტიული წარმონაქმნი და პრეტენზია აქვს ხელისუფლებაში მოსვლაზე, ბუნებრივია ამ პარტიის თავმჯდომარე უნდა განიხილებოდეს არა თბილისის, როგორც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელად გარკვეული სამეურნეო დატვირთვით, არამედ უნდა განიხილებოდეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად, უკვე რიგგარეშე არჩევნებზე, რომელიც უნდა იქნეს მიღწეული. შესაბამისად, ჩემთვის გაუგებარი იქნებოდა მელიას წარდგენა თბილისის მერად“, - განაცხადა ხუხაშვილმა.


IPN.GE







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up