გიგა ბოკერია „ქართული ოცნების“ კვლევაზე - თავსაც იტყუებენ და ამით ცდილობენ მოქალაქეების დათრგუნვას, რომ ეს პოლიტიკური ჭირი ვერ მოგვშორდება, რეალობა ამის საპირისპიროა

გიგა ბოკერია „ქართული ოცნების“ კვლევაზე - თავსაც იტყუებენ და ამით ცდილობენ მოქალაქეების დათრგუნვას, რომ ეს პოლიტიკური ჭირი ვერ მოგვშორდება, რეალობა ამის საპირისპიროა

access_time2021-08-23 14:20:00

თავსაც იტყუებენ და ამით ცდილობენ მოქალაქეების დათრგუნვას, რომ ეს პოლიტიკური ჭირი ვერ მოგვშორდება, რეალობა ამის საპირისპიროა, - ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ „ქართული ოცნების“ კვლევა, რომლის მიხედვით, ქუთაისში მმართველი ძალა 44.7%-ით ლიდერობს, ხოლო „ქართული ოცნების“ გუნდის მერობის კანდიდატი 50.3%-ით.

როგორც გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, არჩევნებზე მოქალაქეების აქტიურობის შემთხვევაში, „ივანიშვილის რეჟიმი პოლიტიკურად ყველგან განწირულია“.

„ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლების განცხადება, რომ რეფერენდუმი გააუქმეს და აღარ არის, ასევე ყველა ეს კვლევა, უბრალოდ, საკუთარი ადმინისტრაციული ვერტიკალისთვის გულის გამაგრების ნაწილია იმიტომ, რომ მათი კამპანია ეყრდნობა დაშინებას, მოსყიდვას და ამისთვის სჭირდებათ, მათი აზრით ძალის დემონსტრირება, რომ ჩვენ ყველა ვარიანტში ვრჩებით, ამიტომ, სჯობს, ამას შეეგუოთო. ყველა ამ კითხვაზე საუკეთესო პასუხი იქნება არჩევნების დღეს. ჩვენი მოქალაქეეების აქტიურობის შემთხვევაში ვნახავთ მათ კიდევ ერთ კრახს, როგორც ბევრჯერ გვინახავს მათი მხრიდან ეგზიტპოლებით გამოცხადებული გამარჯვებები უზარმაზარი ცდომილებით. რატომ? იმიტომ, რომ თავსაც იტყუებენ და ამით ცდილობენ მოქალაქეების დათრგუნვას, რომ ეს პოლიტიკური ჭირი ვერ მოგვშორდება, რეალობა ამის საპირისპიროა. ჩვენი მოქალაქეების ხელშია მომავალი, მათი აქტიურობის შემთხვევაში, ივანიშვილის რეჟიმი პოლიტიკურად ყველგან განწირულია“, - განაცხადა ბოკერიამ.

მისი თქმით, არა რომელიმე პარტიის, არამედ საზოგადოების ამოცანაა, რომ ივანიშვილის რეჟიმი შეიცვალოს.

„მოლოდინი კი არ არის, საზოგადოების ამოცანაა, რომ ეს პოლიტიკური უბედურება დაასრულოს, რასაც ივანიშვილის რეჟიმი ჰქვია, რომელიც ყველას საფრთხეს უქმნის, მათ შორის მათ, ვინც პოლიტიკურად დღეს მათ მხარეს არის. ამიტომ, მოქალაქების აქტიურობა ამისთვის წერტილის დასმა იქნება. ეს ყველაფერი არა პარტიების, არამედ თითოეული მოქალაქის ხელშია“,-განაცხადა ბოკერიამ.


ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ შიდაპარტიული სოციოლოგიური კვლევის მიხედით, ქუთაისში „ქართული ოცნება“ 44.7%-ით ლიდერობს, ხოლო მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი 50.3%-ით.

რაც შეეხება სხვა პარტიების რეიტინგებს, კვლევის მიხედვით ასე გადანაწილდა: „ნაციონალური მოძრაობა“ 32.6%; „პატრიოტთა ალიანსი“ - 3.1%; პარტია „საქართველოსთვის“ 2.9%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ - 2.6%; „გირჩი მეტი თავისუფლება“ - 2.5%; „ლელო“- 2.3%; „ევროპული საქართველოსთვის“- 2.2%; „მოქალაქეები“ 1.5%; „ლეიბორისტული პარტია“ -1.5%; „გირჩი“ - 0.4%; „ერთიანი საქართველო“ -0.4%; სხვა პარტიები- 3.3%.

ipn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up