გიგა ბოკერია

გიგა ბოკერია "სააკაშვილის თემაზე" ფეისბუქ პოსტს აქვეყნებს

access_time2020-11-17 01:48:35

გიგა ბოკერია საქართველოს ექს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ქცეყანაში დაბრუნების თემას ფეისბუქ პოსტით ეხმიანება, კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ მას:

"სააკაშვილის თემა ისევ გახდა ოპოზიციის შიგნით საჯარო დაპირისპირების საგანი. სამი სახის პრეტენზია მესმის ჩვენ მიმართ. სამივე ეს ბრალდება ფაქტობრივ სიცრუეს ეყრდნობა და/ან მცდარი ანალიზის და სისულელის ნაზავია.1. "რა უფლებით ხართ წინააღმდეგი რომ სააკაშვილი დაბრუნდეს საქართველოში/რატომ არ უჭერთ ამას მხარს "არანაირად არ ვართ მისი ჩამოსვლის წინააღდეგი. თვითონ უნდა გადაწყვიტოს მიდის თუ არა ამ რისკზე, რადგან სანამ ივანიშვილი ხელისუფლებაშია მას დიდი ალბათობით დააკავებენ. სააკაშვილი და მისი გარემოცვა ამ უსინდისო "ლეგენდებს" ადრეც ავრცელებდა. თითქოს 2016 წელს მე და ევროპული საქართველოს სხვა ლიდერებმა შევუშალეთ ხელი საქართველოში დაბრუნებულიყო როცა თითქოს ის უკვე სარფთან იყო მოსული. ეს სიცრუესთან ერთად სრული სისულელეა. როგორ უნდა შეგვეშალა ხელი, თუ ის ამას მართლა გადაწყვეტდა.რა წამსაც არ უნდა დააკავონ სააკაშვილი, ჩვენ მას პოლიტიკურ პატიმრად ჩავთვლით. ზუსტად ისევე როგორც სხვა პოლიტიკური მოტივით დაკავებულებს, მიუხედავად იმისა თუ რა აზრის ვართ მათ პოლიტიკურ მოღვაწეობაზე. დაპირისპირებას ის ქმნის რომ სააკაშვილი და მისი გარემოცვა ამ თემით ჩვენ მოგვმართავს, გვამუნათებს. ჩვენ გვაკისრებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ვერ ბრუნდება ან თვითონ აანონსებს დაბრუნებას, მერე ლანძღავს საკუთარ მომხრეებს რომლებიც მის დაბრუნებას ელიან. ამ ყველაფრით ივანიშვილის პროპაგანდა კარგად სარგებლობს. მთლიან ოპოზიციურ მოძრაობას დასცინის. სრულ აბსურდად გადაიქცა ვითარება - თავად ითხოვს რომ მისი დაბრუნება მოითხოვონ და ვინც მოითხოვს, სუსის აგენტობას აბრალებს.2. "რა უფლებით "ღიზიანდებით" როცა მისი მომხრეები მისი პერსონის საერთო ოპოზიციურ ლიდერად წარმოჩენას ცდილობენ- სააკაშვილმა 27% მიიღო, თქვენ -3%"სიმართლე ისაა რომ ენმ-მ და მის გარშემო მყოფმა ჯგუფებმა არსებითად მეტი ხმა მიიღეს ვიდრე დანარჩენმა ოპოზიციამ, მაგრამ შეფარდება 27|3-თან არაა. დანარჩენმა ოპოზიციამ, პატრიოტთა ალიანსისა და ოცნების სატელიტების გამოკლებით, 17%-ამდე აიღო. მიუხედავად იმისა რომ ეს მანიპულირებული არჩევნების შედეგად დაწერილი რიცხვებია, შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ პროპორცია რეალურ არჩევნებზეც მეტნაკლებად ასეთი იქნებოდა. სააკაშვილს და ნაციონალურ მოძრაობას აშკარა უპირატესობა აქვთ, მაგრამ ოპოზიციურად განწყოვილი მნიშვნელოვანი ამომრჩევლისთვის ის არ არის და არ იქნება ლიდერი. ყველა ჯერზე როდესაც სააკაშვილის გარემოცვა საპროტესტო ელექტორატის 1/3 -ზე მეტისთვის სააკაშვილის ლიდერად, ამა თუ იმ ფორმით თავს მოხვევას შეეცდება, ადეკვატურ ნეგატიურ საჯარო რეაქციას მიიღებს. ამიტომ თუ ივანიშვილის წინააღმდეგ ერთიანობა გვინდა, მისი ლიდერობის საკითხის დასმა, პრაგმატულად და პრინციპულად ამისთვის საზიანო ნაბიჯია.3. "რადგან ერთიან პროტესტში მონაწილეობთ და ნაციონალებთან ერთად ერთ მიტინგზე დგახართ, მაშინ თქვენ ლიდერადაც აღიქმება და შეეგუეთ ამას."ევროპულ საქართველოს და მე არ მოგვრიდებია და არ გვერიდება არცერთ საკითხთან დაკავშირებით სააკაშვილთან დაპირისპირება. არც ადრე და არც ახლა. ამავე დროს, იმაში რომ გაყალბებული არჩევნების შედეგად დაწერილი როცხვები ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავს და რომ ამასთან შეგუება ქვეყნისთვის დამღუპველია, რატომ და როგორ უნდა გავემიჯნოთ. ეს ჩვენი გულწრფელი პოზიციაა.მოკლედ რომ შევაჯამო, ვისაც ქვეყნისთვის დიდი საფრთხის აცილება და ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება სურს, სააკაშვილის პერსონას თავი უნდა დაანებოს და კონცენტრირდეს მშვიდობიან პროტესტზე აქ, საქართველოში" — წერს გიგა ბოკერია



თეგები:
ბოკერია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up