გიგი უგულავა - ჩემს შეცდომად ვთვლი, რომ თავის დროზე, როცა ძალაუფლებაში ვიყავი, მეგის ქარდავასნაირებს ადგილი არ მივუჩინე

გიგი უგულავა - ჩემს შეცდომად ვთვლი, რომ თავის დროზე, როცა ძალაუფლებაში ვიყავი, მეგის ქარდავასნაირებს ადგილი არ მივუჩინე

access_time2021-09-17 23:16:27

არ მქონია ეგ ბედნიერება, რომ მეგის ქარდავას ვიცნობდე, ნამდვილად არ დავმალავდი. როგორ ვაფასებ მის საქმიანობას? ძალიან ნეგატიურად. ჩემს შეცდომად ვთვლი, რომ თავის დროზე, როცა ძალაუფლებაში ვიყავი, მეგის ქარდავასნაირებს ადგილი არ მივუჩინე, - ასე ეხმაურება ფოთში ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირებას.

ამასთან, მისი თქმით, მეგის ქარდავას არ ექნება საშუალება, რომ საქართველოში სამართლიანი სასამართლოს წინაშე წარსდგეს.

„დაბრუნდება თუ არა ხელისუფლებაში მსგავსი ბიოგრაფიის მქონე ადამიანები? ვერასდროს ვერ დაბრუნდება თუ ჩემზე იქნება დამოკიდებული. აქვს თუ არა მას საქართველოში საშუალება, რომ ჰქონდეს სამართლიანი სასამართლო? არა, იმიტომ, რომ ივანიშვილის სასამართლო არის პროპაგანდისტული. შესაბამისად, ყველაფერს იყენებენ არა სიმართლის დასადგენად, არამედ პროპაგანდისთვის”, - განაცხადა გიგი უგულავამ.

უგულავას განცხადებით, მეგის ქარდავას ექსტრადირების საკითხი აქტუალური არ არის, რადგან ქვეყანა ბევრად დიდი პრობლემების წინაშეა.

„ყველა ნაძირალა, რომელიც ჩაბუდებული იყო წინა, ანუ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, მშვენივრად გრძნობს თავს, გაათკეცებული ჟინით, გაათკეცებული სიხარბით იწერს ადამიანებს, აშანტაჟებს და ა.შ. ასე რომ, მე სულ ფეხზე მკიდია ვის ჩამოიყვანენ და ვის არა. სიმართლეს ივანიშვილი არასდროს არ დაადგენს იმიტომ, რომ ივანიშვილს სიმართლე არასდროს არ აინტერესებდა. ივანიშვილს ყველაფერი სჭირდებოდა პროპაგანდისთვის. ერთი და იმავე კაკაფონიით არიან დაკავებული, თუნდაც ჩემთვის სრულიად მიუღებელია გახარიას წინააღმდეგ რასაც აკეთებენ, უბრალოდ გულის ამრევია და მეტი არაფერი.


იმ ვითარებას ვერაფერი შეცვლის, რაც დღეს არის, იმ სიღარიბეს, რაც ქვეყანაში ტრიალებს, ქაოსს, უბედურებას და გასაჭირს. იმ მარაზმს, რასაც ჩვენ ტელევიზიებით ვისმენთ. საცერად არის ქცეული სახელმწიფო უწყებები, რომელიც პედაგოგებით დაწყებული მღვდლებით და თვით პატრიარქით დამთავრებული ყველას და ყველაფერს უსმენენ. ამ საზიზღრობის ნიაღვარს, რაც ივანიშვილის ძალისხმევით ამ ქვეყანაში ხდება, ვერაფერი ვერ შეცვლის“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას უკრაინიდან საქართველოში ექსტრადიცია დღეს განხორციელდა.


ipn.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up