”გინდ მდუმარე აქცია ჩაატარონ, გინდ ხმამაღალი, ყველაფერს მაინც ერთი სახელი აქვს - მოქმედება საქართველოს და მოქალაქეების წინააღმდეგ”- გია ვოლსკი

”გინდ მდუმარე აქცია ჩაატარონ, გინდ ხმამაღალი, ყველაფერს მაინც ერთი სახელი აქვს - მოქმედება საქართველოს და მოქალაქეების წინააღმდეგ”- გია ვოლსკი

access_time2020-11-15 22:30:03

გინდ მდუმარე აქცია ჩაატარონ, გინდ ხმამაღალი, ყველაფერს მაინც ერთი სახელი აქვს - მოქმედება საქართველოს და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტის პარალელურად ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქციის კომენტირებისას განუცხადა.

გია ვოლსკი ოპოზიციის გეგმებს დესტრუქციას და მავნებლობას უწოდებს, რომლის მიზანიც დესტაბილიზაციის შექმნაა.

„ერთი სიტყვით მთხოვოს ვინმემ შეფასება, მავნებლობას და დესტრუქციას დავარქმევდი. მე არ მგონია, რომ ვინმეს გაუკვირდეს აქცია, მით უმეტეს, აშშ-ის, ჩვენი დასავლელი პარტნიორების სინამდვილეში, აქციები მუდმივად იმართება და საქართველოსაც ახასიათებს სხვადასხვა საკითხებზე ადამიანთა ნების გამოხატვა. თუმცა, ფაქტია, რომ აქციებს, რომელსაც ახორციელებს სააკაშვილის გუნდი და მის გარშემო სატელიტი პოლიტიკური ჯგუფები, სხვა შინაარსი და სხვა საფუძველი უდევს, ეს არის საქართველოს დესტაბილიზაციის მცდელობა, რაც რასაკვირველია, სიახლეს არ წარმოადგენს.

სთავაზობენ ნებისმიერი საარჩევნო უბნის გახსნას და გადათვლას, ნებისმიერი ვიდეო თვალის მასალის რევიზიას და ესენი იგივე პოზიციაზე რჩებიან, რომელიც გულისხმობს არჩევნების ჩატარებას იქამდე, ვიდრე არ გაიმარჯვებს სააკაშვილი. ეს არის მათი პოზიცია, ამასთან დაკავშირებით გინდ მდუმარე აქცია ჩაატარონ, გინდ ხმამაღალი, ყველაფერს მაინც ერთი სახელი აქვს - მოქმედება საქართველოს და საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ,“- განაცხადა გია ვოლსკიმ.


რაც შეეხება აქციების პარალელურად მიმდინარე მოლაპარაკებებს, რომელიც ხელისუფლებისა და ოპოზიციის მონაწილეობით აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში იმართება, გია ვოლსკი აცხადებს, რომ პოზიციებს შორის დიდი სხვაობაა, თუმცა, გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან პასუხისმგებლობის გამოჩენის იმედი აქვს.

„შედეგთან დაკავშირებით არავინ გულუბრყვილო არ არის და ყველა კარგად ვხედავთ, რომ დაპირისპირებული პოზიციების სხვაობა საკმაოდ დიდია, მაგრამ იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ გამოჩნდებიან ისეთი პოლიტიკური სუბიექტები, რომლებიც პასუხისმგებლობას შეაფასებენ არა მხოლოდ მათი ამომრჩევლების წინაშე, არამედ საქართველოს ისტორიის წინაშე, რომელიც რასაკვირველია, სერიოზულად დაზიანდება იმ რყევებით, რომელსაც კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფი ესწრაფვის. ასე რომ, პასუხისმგებლობა არის ერთი განმაპირობებელი რესურსი, რომ საბოლოოდ მოლაპარაკება შედგეს და მეორე არის საერთაშორისო თანამეგობრობის პრინციპული პოზიცია, რომლებსაც არ სჭირდებათ დესტაბილიზაცია და კატეგორიულად მიუღებელია მათთვის იმ სტრატეგიის განხორციელება, რაც რუსეთის ფედერაციას გააჩნია. ფაქტია ის, რომ უახლოესი ისტორიის რამდენიმე ეპიზოდში, რომელსაც თვალს ვადევნებდით, „ნაცმოძრაობის“ გეგმები და აქტივობები სრულად ნებსით თუ უნებლიედ დაემთხვა რუსეთის ფედერაციის ინტერესებს: გინდა აგვისტოს ომის წინა პერიოდი ავიღოთ, გინდა მუდმივი სწრაფვა დესტაბილიზაციისკენ, რომელიც შესამჩნევი გახდა მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა 2014 წლიდან გადაწყვიტა კვლავ პოლიტიკაში დაბრუნება. ასე რომ ინტერესთა დამთხვევა იმდენად თვალსაჩინოა, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ვფიქრობ ამას კარგად ამჩნევენ. სიღრმისეული ანალიზი გვმართებს, ვისთან არის ასოცირებული რუსეთისთვის სტრატეგიული ობიექტების მიყიდვა, ვის ინტერესებშია და ვინ მოაწერა ხელი საერთაშორისო დონეზე დოკუმენტს, რომელიც საქართველოს აბრალებს ომის დაწყებას და ვინ ცდილობს, რომ მუდმივად სტრესული სიტუაცია შეიქმნას საქართველოში, როცა რუსეთი ესწრაფვის თავისი გავლენების გაძლიერებას კავკასიის რეგიონში“, - განაცხადა ვოლსკიმ.

Ipn





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up