მოქალაქეების ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მათ წყლის ჭავლს შეასხამენ, თუ სცემენ, "საქართველოს არ დათმობენ". ამის შესახებ ელისაშვილმა TV პირველის ეთერში ისაუბრა.
"ჩვენ თუ ახლა უკან დავიხევთ, ჩვენ დავკარგავთ საქართველოს, შესაბამისად, გინდა წყლის ჭავლი გვასხან, გინდა გვირტყან, საქართველოს არ დავთმობთ, სანამ აქ არ ჩამოვა ის ქალბატონი [თამარ ჟვანია] და არ იტყვის რომ გადადგა, ეს ყველაფერი მთელი ღამე გაგრძელდება. ჯარი კი ნუ დაგვახვედრეს, თამარ ჟვანია დაგვახვედრონ, რომელიც იტყვის, რომ მოიჭრა თავი საქართველოს წინაშე და მოპარა არჩევანი და გადადგეს, სხვაგვარად არაფერი დაწყნარდება. ყველაფერს ვაპირებთ, სანამ არ იტყვიან, რომ არჩევნები გაყალბდა", — განაცხადა ელისაშვილმა
ონ.ჯი