გიორგი აბაშიშვილი - ამ ძალიან დიდი სანქციების ფონზე, რუსეთი ეცდება, არა მხოლოდ საქართველო, არამედ ბევრი ქვეყანა სანქციებისგან თავის ასარიდებლად გამოიყენოს - ჩვენი პოზიცია პარტნიორებთან კოორდინირებული უნდა იყოს

გიორგი აბაშიშვილი - ამ ძალიან დიდი სანქციების ფონზე, რუსეთი ეცდება, არა მხოლოდ საქართველო, არამედ ბევრი ქვეყანა სანქციებისგან თავის ასარიდებლად გამოიყენოს - ჩვენი პოზიცია პარტნიორებთან კოორდინირებული უნდა იყოს

access_time2022-03-07 15:40:00

რუსეთი, ამ ძალიან დიდი სანქციების ფონზე, აუცილებლად ეცდება, რომ არა მხოლოდ საქართველო, არამედ მსოფლიოს ძალიან ბევრი ქვეყანა სანქციებისგან თავის ასარიდებლად გამოიყენოს - ჩვენი პოზიცია საერთაშორისო პარტნიორებთან უკიდურესად კოორდინირებული უნდა იყოს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მრჩეველმა, „ჯეოქეისის“ მკვლევარმა გიორგი აბაშიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც შეაფასა რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის რძის პროდუქტების ბაზრის გახსნა.


აბაშიშვილის აზრით, რუსეთი საქართველოსთან ერთი-ერთზე არ უნდა დარჩეს და „იმედია ხელისუფლება გვაჩვენებს, რომ მისი ნაბიჯები და საფრთხეების არიდების სურვილი საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინირებულია“.


„რუსეთი დაიწყებს გზების მოძიებას, რათა თავიდან აირიდოს სანქციები. ეს შეიძლება იყოს როგორც სხვა ქვეყნები, ასევე ოფშორები. ერთი მხრივ საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა იყოს ფრთხილად, რომ რუსეთმა ვერ შეძლოს ჩრდილოვანი გზებით სანქციების თავიდან არიდება, მეორე მხრივ, საქართველოსაც სიფრთხილე მართებს. რუსეთი არ არის ქვეყანა, რომელიც ვინმეს კეთილდღეობაზე ზრუნავს, რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც ყოველთვის ვინმეს გამოყენებაზე ფიქრობს მხოლოდ საკუთარი მიზნებიდან გამომდინარე. აქ ჩვენი პოზიცია უკიდურესად ფრთხილი, გამიზნული და უკიდურესად კოორდინირებული უნდა იყოს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, უმნიშვნელოვანეს პარტნიორებთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან. ამ საკითხებზე ყოველდღიურ კომუნიკაციაში უნდა ვიყოთ. საქართველოს მთავრობის პოზიცია გასაგებია, მაგრამ ჩვენი ნაბიჯები უნდა იყოს კოორდინირებული, შეთანხმებული და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ყოველდღიურად უნდა იყვნენ ინფორმირებულები ჩვენი რისკების, საფრთხეებისა და ნაბიჯების შესახებ. განსაკუთრებული სიფრთხილე გვჭირდება. ზოგადად კი, რუსეთი არაერთ პროვოკაციულ ნაბიჯს გადადგამს საქართველოს და არა მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ჩვენი დამცველი მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოებაა. ჩვენ არასდროს, არ უნდა დავუშვათ სიტუაცია, რომ რუსეთთან ერთი-ერთზე დავრჩეთ ნებისმიერ საკითხზე.


რა მოლაპარაკებები, როდის და სად იყო ერთი თემაა, მაგრამ მეორეა ის, რომ დღეს სხვაგვარად მოქცევა გვმართებს, მხოლოდ ჩვენს პარტნიორებთან კოორდინირებით.



აბსურდული თემაა, რომ საქართველოს შეუძლია იყოს იმ პროდუქტის ექსპორტიორი, რომლის იმპორტიორი თავადაა. საუბარია რძის პროდუქტებზე. შეუძლებელია ექსპორტიორი ვიყოთ. კომპანიებმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს, მაგრამ რუსეთი პროვოკაციებს გააგრძელებს. როგორც მთავრობამ, ისე მეწარმეებმა და თითოეულმა მოქალაქემ უნდა გავიაზროთ, რომ რაც უფრო მეტად ვდისტანცირდებით რუსეთისგან არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური თვალსაზრისით, მით ნაკლები გავლენა ექნება ამ ვერაგ სახელმწიფოს ჩვენზე. რაც შეიძლება ნაკლები გავლენა უნდა ჰქონდეს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, რათა ნაკლები საშუალება ჰქონდეს ჩვენი შანტაჟისთვის. ამიტომ, ნაცვლად რუსეთთან რაღაც თემების განსახილველად დროის ხარჯვისა, მნიშვნელოვანია მეტი დრო დავხარჯოთ საქართველოს სავაჭრო პარტნიორების დივერსიფიკაციის მიმართულებით, ნაკლები წილი დავუტოვოთ რუსეთს ჩვენს ეკონომიკასა და ცხოვრებაში“,- განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.



IPN.GE








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up