საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი გიორგი აბაშიშვილი ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდს უერთდება. ამის შესახებ გიორგი აბაშიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ორი თვის წინ აღვნიშნე და ვისურვე, რომ პოლიტიკაში დარჩენილიყო, დარჩა და აქტიურდება. მე მისი პოლიტიკაში ყოფნა მომწონს, ჩვენი ხედვები ძალიან ემთხვევა ერთმანეთს! ვაფასებ მის თანამოაზრეებს და შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება მხარი დავუჭირო და შევუერთდე გახარიას გუნდს!“ – წერს „ფეისბუქში“ გიორგი აბაშიშვილი.