გიორგი ბოტკოველი - მიხეილ სააკაშვილმა ეკონომიკური გეგმა დაასრულა და მალე პირადად წარადგენს

გიორგი ბოტკოველი - მიხეილ სააკაშვილმა ეკონომიკური გეგმა დაასრულა და მალე პირადად წარადგენს

access_time2022-01-10 16:00:00

სააკაშვილს ბევრი გზავნილი აქვს მისი თანამებრძოლების მიმართ და ამ ყველაფერზე "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს სხდომაზე ვისაუბრებთ - სააკაშვილი არის პარტიის დამაარსებელი და მისი განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ იქნება გასათვალისწინებელი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ბოტკოველმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ამასთან, ბოტკოველის თქმით, სააკაშვილმა ეკონომიკურ პროგრამაზე მუშაობა დაასრულა.

"მიუხედავად ყველაფრისა მიხეილ სააკაშვილი არცერთ დღეს არ ტოვებს, რომ არ ფიქრობდეს და მუშაობდეს ქვეყნის განვითარებაზე. მან უკვე დაასრულა ეკონომიკური გეგმა და ძალიან მალე წარადგენს თვითონ პირადად. ასევე მას აქვს ბევრი გზავნილი მისი თანამებრძოლების მიმართ და ამ ყველაფერზე პოლიტსაბჭოზე ვისაუბრებთ.

არაფერი ცვლილებები არ ხდება. ის არის პარტიის დამაარსებელი და მისი განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ იქნება გასათვალისწინებელი და მნიშვნელოვანი", - განაცხადა ბოტკოველმა.

გიორგი ბოტკოველის თქმით, მათი მთავარი მოთხოვნა კვლავ უცვლელია - ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება.


"ჩვენ ვხედავთ, რომ არ აძლევენ ექიმებს შესვლის უფლებას, რომ შეისწავლონ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ეს არის იგივე გაგრძელება, რომელიც მის მიმართ ხელისუფლებამ დაიწყო - არაადამიანური მოპყრობა. რეანიმობილის მობილიზება აქ არ შემინიშნავს, მაგრამ ჭავლის მანქანა შესასვლელშივე დგას. ალბათ, ფრთხილობენ, მაგრამ სიფრთხილე უნდა გამოხატონ იმის მიმართ, რაც დღეს ქვეყანაში ხდება",- განაცხადა ბოტკოველმა.


IPN.GE






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up