გიორგი ცუცქირიძე: რუსეთის მისწრაფებამ გავლენის სფეროს აღდგენასთან დაკავშირებით სრული კრახი განიცადა

გიორგი ცუცქირიძე: რუსეთის მისწრაფებამ გავლენის სფეროს აღდგენასთან დაკავშირებით სრული კრახი განიცადა

access_time2022-02-07 19:00:57

ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე რუსეთ-უკრაინის დაძაბულ ურთიერთობასა და რუსეთის მიერ წამოყენებული მოთხოვნების შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ რუსეთის მისწრაფება გამხდარიყო მესამე ცენტრი, აშშ-ისა და ჩინეთის შემდეგ სრული კრახით დასრულდა. ცუცქირიძის მტკიცებით უკრაინაში ინტერვენციის საფრთხემ გადაიარა. 


"რუსეთის ულტიმატუმი, რომლის ერთ-ერთი მიზანიც არსებულ უკვე ფაქტობრივად ბი პოლარულ გეო პოლიტიკურ სივრცეში აშშ - ს და ჩინეთის შემდეგ, მესამე ცენტრად ქცეულიყო, სრული კრახით დასრულდა. შემთხვევით არ იყო, რომ რუსული ულტიმატუმი სწორედ გავლენის სფეროების დაკანონებას მოითხოვდა, პოსსაბჭოთა სივრცით, რაზეც ბუნებრივია დასავლეთი ვერ წავიდოდა და არც წავიდა.

 

არანაკლებ საინტერესო განცხადება გაკეთდა პეკინში ოლიმპიადაზე პუტინის ვიზიტისას, მისი და სი ძინპინის ერთობლივ განცხადებაში პირდაპირ იყო  ხაზგასმული, რომ რუსეთი და ჩინეთი  ეწინააღმდეგებიან ნატო-ს შემდგომ გაფართოებას. ამ განცხადებითაც დადასტურდა თვალსაზრისი, რომ რუსული შანტაჟის უკან ჩინეთი იდგა, რაც თავის დროზე ჩვენც გამოვთქვით.

 

მართალია, დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში კვლავ არსებობს შიში რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის ალბათობაზე, თუმცა ვფიქრობ ომის საფრთხე ფაქტიურად აღარ არსებობს. რუსეთს ეს კუნთების თამაში ბუნერანგივით შემოუბრუნდა. მარტო აშშ ის მხრიდან უკრაინამ უკვე მიიღო სოლიდური სამხედრო დახმარება, რაც დღემდე გრძელდება. ამას დაემატა არანაკლები მნიშვნელობის პოლიტიკური აქტიც ბრიტანეთის-პოლონეთის და უკრაინის კავშირის შექმნაზე, რაც ბრიტანეთის პრემიერის მიერ, უკვე ოფიციალურად გაჟღერდა. ნიშანდობლივია, რომ პრემიერ ჯონსონის მიერ, ამ გაერთიანების კონტექსტში, რაც შავი ზღვის და ატლანტიდის ოკეანის საზღვაო აკვატორიასაც მოიცავს, საქართველოზე და მოლდოვაზეც გამახვილდა ყურადღება. პოლონეთის პრეზიდენტის სასრაფო ვიზიტიც ამ ახალი რეალობის მოცემულობადაც უნდა მივიჩნიოთ.

 

ამ ტიპის სამხედრო, ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერის პირობებში, რასაც ემატება თავად უკრაინელების საბრძოლო სულისკვეთება, არა თუ უახლოეს მომავალში, რუსეთს დღესაც სერიოზული სამხედრო დანაკარგი და ადამიანური მსხვერპლი ექნება უკრაინაში შესაძლო ინტერვენციისას.

 

სამხედრო უპირატესობის თვალსაზრისით რუსეთს დასავლეთთან არანაირი შანსი არა აქვს.


 

 თვალსაჩინოებისათვის, რუსეთს  მეხუთე  თაობის  მხოლოდ  3 თვითმფრინავი მიგ-57 ჰყავს, მის მოკავშირე   ჩინეთს   150  თვითმფრინავი, მაშინ  როცა მარტო აშშ-ს  საჰაერო ძალები ითვლიან  1740(F-35),  და 322 F-22. 

 

საზღვაო ძალების თვალსაზრისით ეს უპირატესობა კიდევ უფრო ცხადი ხდება.  რუსეთს  მხოლოდ  1    ავიამზიდი  "ადმირალი  კუზნეცოვი" ჰყავს, ისიც მოძველებული ტექნოლოგიებით,   ჩინელებს  -3  ავიამზიდი,  ამ დროს  3  ულტრათანამედროვე ავიამზიდი ინგლისსაც ჰყავს, ხოლო აშშ-ს  10 სულ ბოლო მოდელის  ავიამზიდი, სადაც თითოეული 70-80   თვითმფრინავს ატარებს. 

 

ამასთან,  აშშ-ს  სამხედრო  ბიუჯეტი  760  მილიარდი  დოლარია, რაც მნიშვნელოვნად აღემატება  არა თუ რუსეთის 60 მილიარდიან ბიუჯეტს, არამედ  ჩინეთისასაც რომელიც  400  მილიარდამდეა.

 

ჩინეთის ერთი სარტყელი ერთი გზის ინიციატივა (BRI), როგორც ჩინეთის ექსპანსიის გეო პოლიტიკურ ალტერნატივას და ჩინეთის ახალი აბრეშუმის გზის საპირწონედ ლონდონი ვაშინგტონთან ერთად  ახორციელებს ორ ახალ გეო პოლიტიკურ ღერძს:  AUKUS-ს (ავსტრალია, გაერთიანებული სამეფო და აშშ), QUAD-ს (აშშ, იაპონია, ავსტრალია და ინდოეთი) და რამდენიმე პოტენციურ მოკავშირე — სამხრეთ კორეასა და ფილიპინებს საერთო ეკონომიკური და უსაფრთხოების სისტემებით. ამას ემატება სწორედ პოლონეთი-უკრაინა-ბრიტანეთი კონტინენტური ევროპის ნაწილი და თურქეთი, რომელიც თავის დროზე, გასული საუკუნის 20 იან წლებში, სწორედ ლონდონის ძალისხმევით გადაურჩა დაშლას. რეალურად თუ ამ ქვეყნების ეკონომიკებს გავაერთიანებთ, ინდოეთის მზარდი ზრდის პოტენციალით მივიღებთ უმსხვილეს გეო პოლიტიკურ რუქას. მარტო დღევანდელი მონაცემებით ამ გაერთიანების მთლიანი მშპ  არის  40 ტრილიონი აშშ დოლარი, კიდევ უფრო მეტად ზრდის პოტენციალით.

 

ეს არის მსოფლიოს წამყვან 20 ეკონომიკაში, პირველი, მესამე, მეხუთე და მეექვსე ეკონომიკები. აშშ(GDP: 22.94 ტრილიონი აშშ დოლარი), იაპონია: (GDP: 5.10 ტრილიონი აშშ დოლარი), დიდი ბრიტანეთი(GDP: 3.11 ტრილიონი აშშ დოლარი), ინდოეთი: (GDP: 2.95 ტრილიონი აშშ დოლარი), დამატებული მე-13 ეკონომიკა ავსტრალია( GDP: 1. 61 ტრილიონი აშშ დოლარი), სამხრეთ კორეა მე-10 ეკონომიკა(GDP: 1. 82 ტრილიონი აშშ დოლარი),  ფილიპინები 0.377 ტრილიონი,  თურქეთის მე -20 ეკონომიკა  GDP: 0. 850 ტრილიონი აშშ   ), და 23 ეკონომიკა პოლონეთი (GDP: 0. 65 ტრილიონი აშშ დოლარი), სულ 39 ტრილიონი., რაც მსოფლიო ეკონომიკის 40 პროცენტია.

 

ამის საპირწონედ, ჩინეთი(GDP: 16.6 ტრილიონი) და რუსეთი(GDP: 1.7 ტრილიონი აშშ დოლარი), ბელორუსით და მაქსიმუმ შუა აზიის რესპუბლიკებით.

 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, ეს არის ჩინეთის მუქარა დასავლეთისადმი, რომ ის იძულებული შეიძლება გახდეს ტაივანის საკითხი სამხედრო გზით გადაწყვიტოს, რაც დიდი ალბათობით რუსული შანტაჟის მაპროვოცირებელი ფაქტორიც გახლავთ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ  პრეზიდენტმა ბაიდენმა სი ძინპინს ნათლად მიანიშნა, რომ ტაივანის წინააღმდეგ ძალის გამოყენების შემთხვევაში, ჩინეთი დაუპირისპირდება არა მარტო აშშ-ს, არამედ უფრო ფართო ალიანსს: AUKUS-ს და QUAD-ს სახით,  რამდენიმე პოტენციურ მოკავშირესთან— სამხრეთ კორეასა და ფილიპინებთან ერთად.

 

ჩვენ ვდგავართ ახალ ისტორიულ გასაყარზე, წინ მეტად საინტერესო ათწლეული გველოდება, რუსული იმპერიის გარდაუვალ რღვევასთან ერთად, სერიოზული შანსი გვიჩნდება არა მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, არამედ დასავლური ცივილიზაციის ნაწილად ქცევისაც. ჩვენი ისტორიული არჩევანიც, როდესაც ქრისტიანობა ვაქციეთ სახელმწიფო რელიგიად, სწორედ დასავლეთს უკავშირდებოდა, ჯერ ბიზანტიის, შემდეგ რუსეთს, რომელიც იმ დროს ევროპაში ფანჯარად განიხილებოდა, დღევანდელი რუსეთისაგან განსხვავებით." წერს გიორგი ცუცქირიძე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up