ანაკლია უნდა აშენდეს - გიორგი გახარია

ანაკლია უნდა აშენდეს - გიორგი გახარია

access_time2023-03-08 19:00:36

ანაკლიას სჭირდება ძლიერი, პასუხისმგებლობიანი ინვესტორები, - აღნიშნულის შესახებ განცხადება რადიო „თავისუფლების“ ეთერში საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა. გახარიას განმარტებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი უნდა აშენდეს და თუ ანაკლიის პროექტთან ვინმეს საპირისპირო შეხედულება ან გარკვეული კითხვები გააჩნია, მათ იმის საშუალებაც აქვთ, რომ საპარლამენტო კომისიის შექმნაც დააინიცირონ და დეტალები გაარკვიონ.


„ანაკლია არის საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი, არამხოლოდ ეკონომიკური, არამედ გეოპოლიტიკური. ანაკლიას სჭირდება ძლიერი, პასუხისმგებლობიანი ინვესტორები და ანაკლიას სჭირდება ძლიერი სტრატეგიული თანამშრომლობა ინვესტორებთან. ანაკლია უნდა აშენდეს. ეს იყო ყოველთვის ჩემი პოზიცია, დანარჩენი არის რაღაც ტექნიკურ საკითხებზე დავა, რომელზედაც მე ყოველთვის მიდავია და ეს დავა, რომ დავასრულო ერთხელ და სამუდამოდ, ან თუ ვინმეს რაიმე საპირისპირო მოსაზრება აქვს, დღეს ეს ხალხი პოლიტიკაშია და ისინი არიან პარლამენტის წევრები, დააინიცირონ საპარლამენტო კომისია. მე გპირდებით, რომ ჩვენი საპარლამენტო ჯგუფი მხარს დაუჭერს და საეროდ პრობლემა არ იქნება.



ამ ტექნიკური საკითხის მოგვარება უნდა მომხდარიყო ქართველი გადასახადების გადამხდელების ხარჯზე. თქვენ, რომ უბრალოდ ნახოთ რამდენჯერ და ვის სასარგებლოდ შეიცვალა კრიტიკული პუნქტები დიდი საინვესტიციო კონტრაქტის, რომელიც ტენდერის საშუალებით მოიგო კონსორციუმმა, უბრალოდ ყველაფერს მიხვდებით. რამდენჯერ მოხდა გადავადება. საფუძველიც არ არსებობს იმის, რომ რაღაცა ფორმით ... ახლა ვიღაცეები გამოვლენ იჭორავებენ ამან ის თქვა, ამან ეს თქვა. არსებობს სასამართლო. თან ეს ხომ არის ისეთი კონტრაქტი, რომელიც არ განიხილება ქართულ სასამართლოში, ხომ არ ვენდობით ქართულ სასამართლოს, არც მე არ მომწონს. განიხილება საერთაშორისო სასამართლოში და იქ ვიდავოთ.


მე ვთვლი, რომ მაშინ, მე არა, მთელმა გუნდმა რაც გავაკეთეთ, ანაკლია როგორც სტრატეგიული პროექტი საქართველოსთვის გადავარჩინეთ. როგორც პერსპექტიული, ჩვენი შვილების პროექტი გადავარჩინეთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up