გიორგი გახარია ნარკოტესტზე - „ეს იყო თავიდან ბოლომდე დაგეგმილი სპეცღონისძიება, ჯერ ტესტთან დაკავშირებით აწყობდნენ პროვოკაციას, შემდეგ, ჩემი უახლოესი გარემოცვიდან ადამიანებს, ზეწოლით დაადასტურებინებდნენ ამ ცილისწამებას“

გიორგი გახარია ნარკოტესტზე - „ეს იყო თავიდან ბოლომდე დაგეგმილი სპეცღონისძიება, ჯერ ტესტთან დაკავშირებით აწყობდნენ პროვოკაციას, შემდეგ, ჩემი უახლოესი გარემოცვიდან ადამიანებს, ზეწოლით დაადასტურებინებდნენ ამ ცილისწამებას“

access_time2021-09-20 16:40:00

გიორგი გახარია ნარკოტესტთან დაკავშირებით მის წინააღმდეგ დაგეგმილ მოქმედებებზე ალაპარაკდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.



„მე ხომ ვთქვი, რომ ამაზე საუბარი მხოლოდ დავიწყე გავაგრძელებ მეთქი. მე ვამბობ იმას, რაც დაზუსტებით ვიცი და რა ინფორმაციაც გვაქვს - ეს იყო თავიდან ბოლომდე დაგეგმილი სპეცოპერაცია, სპეცღონისძიება, რომლის ეტაპებსაც მოგიყვებით - პირველად ვამბობ ამას: თავიდან იყო ეს მოულოდნელი ჯანსაღ ცხოვრებაზე ზრუნვა, ტესტის ჩაბარება, შემდგომ, რა თქმა უნდა - ლოგიკურად იყო გათვლილი, რომ მე ადამიანი, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში არანაირი შეხება ნარკოტიკებთან არ მქონია, თავისუფლად ავდგებოდი, მივიდოდი და ჩავაბარებდი ტესტს. სწორედ ამიტომ, ღირსეულმა კეთილსინდისიერმა თანამშრომლებმა გაგვაფრთხილეს და გვითხრეს, რომ პროვოკაცია მზადდება ამ ტესტთან დაკავშირებით და შეიკავეთ თავი.“- ამბობს გიორგი გახარია.



პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ყვება, რომ ამ კამპანიის პარალელურად მისი ახლო გარემოცვის წევრებზე სხვადასხვა სახის მუშაობა მიმდინარეობდა, რომ მათ დაედასტურებინათ ნარკოტესტის კამპანიით დაწყებული ბრალდებები გიორგი გახარიას წინააღმდეგ.




„რა თქმა უნდა, მე მივიდოდი, იქ ამ პროვოკაციის შედეგად რაღაცას ამომიგდებდნენ. მეორე მხარს რა მზადდებოდა - ჩემი უახლოესი გარემოცვის წევრებს დიდი ხანია უკვე, რომ ემუშავებიან და დღესაც ემუშავებიან ზეწოლით, სხვადასხვა ინსტრუმენტებით - ზოგს ემუქრებიან, ზოგს მოსყიდვის საშუალებით, ადამიანებზე ზემოქმედებას ცდილობენ იმისთვის, რომ მათ ვითომ დაადასტურებინონ ეს ცილისწამება ჩემთან დაკავშირებით. ეს ინფორმაცია ჩვენ საკმაოდ ბევრი გვაქვს. ეს სად და რომელ კაბინეტში დაიგეგმა ზუსტად ვიცით და ვიღაცეებს რომ ჰგონიათ, მხოლოდ სხვა პარტიული ოფისებიდან ჟონავს ინფორმაცია - ყველაზე მეტად ინფორმაცია ჟონავს ორგანიზაცია „ოცნებიდან“.- ამბობს გიორგი გახარია. „ზუსტად ვიცით, ვისი იდეაც იყო, ვინ იღებდა ამაში მონაწილეობას“ - ამბობს გახარია.



„მე ვერასდროს ცხოვრებაში ვერ წარმომედგინა, რომ ამ ნაბიჯს გადადგამდნენ - უღრმესი მადლობა მინდა ვუთხრა იმ ადამიანს, რომელმაც პირველად ეს პირველი გაფრთხილება გაგვიკეთა და შემდგომ უკვე მთელი რიგი ხალხი გამოჩნდა ჩემს უახლოეს წრეში, რომელზეც სამართალდამცავები პირდაპირ ზემოქმედებდნენ და აიძულებდნენ ამ ტყუილებში მიეღოთ მონაწილეობა ცილისმწამებლური კამპანიის ასაგორებლად“- ამბობს გახარია.



„ამაში მონაწილეობდნენ კონკრეტული პირები, ვინც დაიწყო ეს კამპანია და შემდგომ ის ხალხი, რომელიც დღეს ამას სახელს არქმევს. ეს ტყუილები კი გამომჟღავნდა და კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, მაგრამ ასე ინერციულად აგრძელებენ ახლა და გამოდიან და რაღაც სისულელეებს ბოდავენ.. პირველი ამას პასუხს გასცემენ ჩვენი მოქალაქეები 2 ოქტომბერს და მერე მეც არ დავტოვებ არავის უპასუხოდ.“- განაცხადა გახარიამ.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up