გიორგი გახარია ნარკოტესტზე - ვიღაცამ დაამთავრა საუბარი, მე ახლა დავიწყე, ვაგრძელებ - საინტერესო სიახლეები იქნება, კულმინაცია ჯერ კიდევ წინ არის, დაელოდეთ

გიორგი გახარია ნარკოტესტზე - ვიღაცამ დაამთავრა საუბარი, მე ახლა დავიწყე, ვაგრძელებ - საინტერესო სიახლეები იქნება, კულმინაცია ჯერ კიდევ წინ არის, დაელოდეთ

access_time2021-09-17 23:37:00

გამოვედი და ერთხელ ვთქვი, რომ ვიღაცამ დაამთავრა საუბარი - მე ახლა დავიწყე, ვაგრძელებ - საინტერესო სიახლეები იქნება, კულმინაცია ჯერ კიდევ წინ არის. დაელოდეთ, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ განაცხადა, როდესაც მედიის შეკითხვებს უპასუხა ნარკოტესტის საზღვარგარეთ და არა სამხარაულის ბიუროში ჩაბარებაზე.

როგორც გახარიამ აღნიშნა, სამხარაულის სახელობის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროს თითოეულ თანამშრომელს ძალიან დიდ პატივს სცემს.

ამ ხალხთან ერთად ბევრი საქმე გაგვიკეთებია ქვეყნისთვის და სახელმწიფოსთვის. მაგრამ ერთმა კონკრეტულმა პარტიამ სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო კი არა სამინისტროები გაიგდო ფეხქვეშ კონკრეტული მიზნით - ეს მიზანი არის ძალაუფლების შენარჩუნება. ზუსტად ვიცი, როგორ მოხვდა ეს ინფორმაცია ჩვენთან - ჩვენ დაზუსტებული ინფორმაცია მოგვაწოდეს, რა სახის პროვოკაცია მზადდებოდა. იმის შემდგომ, რაც აკაკი ბართაიას ჩაუდეს, ამდენი ხალხი სამსახურიდან გაყარეს და ამბობენ რომ არაფერი არ ხდებაო, რა თქმა უნდა... ყველაფერმა ამან ბოლო 2 თვის განმავლობაში მიიღო სისტემური და ორგანიზებული ხარისხი.- ამბობს გიორგი გახარია.

გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში მომავალში არაერთხელ მივა, ამჯერად კი ანალიზის საერთაშორისო ლაბორატორიაში გაკეთებით კი სამხარაულის ბიუროს თანამშრომლებიც დაიცვა პროვოკაციისგან.

„იმის მიუხედავად, რომ არასასიამოვნო ნაბიჯის გადადგმა მომიწია და მე ამას გამოვასწორებ, მე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომლები ფაქტობრივად დავიცავი ამ პროვოკაციისგან. ახლა რაც შეეხება ამ სისულელეებს, რასაც ასე მიჩვეულები არიან - მე სიტყვებს ასე არ ვყრი, რასაც ვამბობ, იმას ვაკეთებ. მე გამოვედი, ერთხელ ვთქვი, რომ ვიღაცამ დაამთავრა საუბარი - მე ახლა დავიწყე და საინტერესო სიახლეები იქნება. მე ვაგრძელებ. კულმინაცია ჯერ კიდევ წინ არის. დაელოდეთ, - განაცხადა გიორგი გახარიამ.


გიორგი გახარია ბიუროს თანამშრომლებს და სხვა საჯარო მოხელეებს ქვეყანაში ნეიტრალური საჯარო სამსახურის უზრუნველყოფას დაჰპირდა.

„ბიუროს და თითოეულ რიგით თანამშრომელს ვუდასტურებ ჩემს უდიდეს პატივისცემას და ჩვენი მოქალაქეების წინაშე ვპირდები მათ - როდესაც ამ ქვეყანაში დაიწყება ცვლილებები, ამ ქვეყანაში იქნება საჯარო სამსახური, რომელიც პოლიტიკურად ნეიტრალური იქნება. ეს არის ჩემი მთავრი მიზანი და ამას ვპირდები მარტო ბიუროს კი არა - პოლიციელებს, რომლებსაც დღეს ღირსება აყარეს და არბენინებენ - იმის მაგივრად რომ საქმე გააკეთონ და კრიმინალს სდიონ და კრიმინალი მოაგვარონ - პოლიტიკური მოტივით დასდევენ ხალხს. სუს-ის თანამშრომლებს, რომლებიც უცხოელი ჯაშუშების ნაცვლად ჩვენს პარტიულ აქტივს დასდევენ, მათ ვპირდები, რომ ასეთი რამ ქვეყანაში არ განმეორდება, ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება რიგითი პროფესიონალის იძულება, რომელიც სამსახურში მივიდა რომ სახელმწიფოს ემსახუროს და დღეს კონკრეტული პოლიტიკური პარტია მას აიძულებს ასე იმოქმედოს, რაც ფასეულობებშიც არ ჯდება, კანონშიც არ ჯდება და კიდევ ბევრ რამეში არ ჯდება”, - ამბობს გახარია.


ipn.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up