გიორგი გახარია - სააკაშვილის ამ „ვოიაჟს“ ერთადერთი მიზანი ჰქონდა - ეს იყო პოლიტიკური სპეცღონისძიება, სამყაროში ასეთი დამთხვევების თუ ვინმეს გჯერათ, „ოქეი“

გიორგი გახარია - სააკაშვილის ამ „ვოიაჟს“ ერთადერთი მიზანი ჰქონდა - ეს იყო პოლიტიკური სპეცღონისძიება, სამყაროში ასეთი დამთხვევების თუ ვინმეს გჯერათ, „ოქეი“

access_time2021-10-07 16:50:00

მიშა სააკაშვილის საქართველოში შემოსვლა არის სპეცღონისძიება, რომელიც არის „ოცნების“ მიერ დაგეგმილი, რომელსაც ჰქონდა კონკრეტული მიზანი - 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგებზე ზემოქმედება და ამ მიზანს, უნდა ვაღიარო, სცენარის ავტორმა მიაღწია, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.


ამასთან, გახარია გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ წერილს და აღნიშნა, რომ ეს წერილი მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით „სულელური ვერსიის დამკვიდრებლადაა დაწერილი“.


„სააკაშვილის ამ „ვოიაჟს“ და „მასკარადს“ ერთადერთი მიზანი ჰქონდა - ეს იყო პოლიტიკური სპეცღონისძიება, რომელიც პირდაპირ მიზანმიმართული იყო არჩევნებზე ზემოქმედებისთვის. სამყაროში ასეთი დამთხვევების თუ ვინმეს გჯერათ - „ოქეი“, მაგრამ 1-ელ ოქტომბერს, 9 წლის თავზე დაკავებული მიშა სააკაშვილი, რომელიც როგორც მე ვიცი, 4 თუ 5 დღით ადრეა ქვეყანაში შემოსული - ვინაა ისეთი გამოუცდელი ჩვენს პოლიტკურ სივრცეში, რომ ეს ვერსია დაიჯეროს, სწორედ ამ გაუგონრად სულელური ვერსიის დასამკვიდრებლად იყო ეს წერილი დაწერილი“,- განაცხადა გახარიამ.


ამასთან, გიორგი გახარიას თქმით, ეს წერილი არა ღარიბაშვილის მიერ, არამედ „სხვა ადამიანის მიერ, სხვაგანაა დაწერილი“.


„როდესაც ქვეყნის პირველი პირი მსგავსი ეპისტოლარული ჟანრითაა დაკავებული, თან ყველას ხომ ესმის, რომ ეს სულ სხვაგან და სხვა ადამიანის მიერ დაწერილი სცენარია, ჩვეულებრივი მარიონეტია ამ სცენარში, ერთ-ერთი შემსრულებელია, ასეთი ბევრი მინახავს. ადამიანს, რომელიც სხვის მიერ დაწერილ წერილებს აქვეყნებს და მთელ სცენარში ჩვეულებივი მარიონეტია, რა შეფასება უნდა მივცე“,- განაცხადა გახარიამ.



გარდა ამისა, გახარიას განცხადებით, „ქვეყნის პირველ პირს წარმოდგენა არ აქვს, რა მიზნით და როდის შემოვიდა სააკაშვილი, რადგან ამ სცენარის ერთ-ერთი მარიონეტია, ისევე როგორც მიშა სააკაშვილი“.


„აზრზე არ არის, არ იცის. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ რაღაცნაირად ეს ყველაფერ „გაპრავდეს“,- განაცხადა გახარიამ.


ამასთან, სააკაშვილზე საუბრისას გახარია ხელისუფლებას მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს.


„დიდი ხანია ვამბობ, რომ მიშა სააკაშვილი არის კომიკური პოლიტიკური პერსონაჟი. ეს ფაქტია. დიდი ხანია ასეა, ერთადერთი, ვინც მიშა სააკაშვილს აცოცხლებდა, იყო „ქართული ოცნება“ და გასაგებია რისთვის - ამ „მასკარადისთვის“, რომელიც მოგვიწყო. დღევანდელი მდგომარეობა ისაა, რომ მიშა კი არის და იყო ბოლო პერიოდის განმავლობაში კომიკური პერსონაჟი, მაგრამ „ოცნება“ ისე იქცევა, შეიძლება კარიკატურული პერსონაჟი გახდეს და ეს შეიძლება გახდეს ქვეყნის და სახელმწიფოს პრობლემა. მე მათ მოვუწოდებ, ცოტა უფრო პასუხისმგებლიანად მიუდგნენ“,- განაცხადა გახარიამ.



ipn.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up